"სანტა ლუჩია" სპეციალურად ხვიჩასთვის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლურ პუბლიკას უკვე თავი შეაყვარა, გულშემატკივრები მის მიმართ საქებარ კომენტარებს არ იშურებენ. 

ამჯერად, გთავაზობთ ნეაპოლში მცხოვრები ქართველის მამუკა მანჯგალაძის ვიდეოს, სადაც ის ხვიჩა კვარაცხელიას უმღერის, უკან მჯდომ მამაკაცს ხვიჩა კვარაცხელიას სახელისა და გვარის გაგონება ძალიან გაუხარდა და შემსრულებელი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

ხვიჩას ანგარიშზე ამ სეზონში უკვე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. 21 აგვისტოს კი მისი "ნაპოლი" "მონცას" დაუპირისპირდება.

ვიდეო აღებულია Geo TEAM-ის ფეისბუქ ჯგუფიდან
მკითხველის კომენტარები / 11 /
ყოჩაღ მამუკას! წარმატებები ხვიჩას!
პაატა
15:17 17-08-2022
0
რამხელა სიხარულის მინიჭება შეუძლია სპორტს ადამიანისთვის და წარმომიდგენია იტალიაში მცხოვრები ქართველები რამხელა სიამაყეს განიცდიან კვარას წარმატებისთვის. წარმატებები ყველა ქართველ სპორტსმენს ❤️
ტოტტი
14:57 17-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული