კვარაცხელიას კრიტიკოსები უკვე გამოუჩნდნენ და ინდივიდუალისტობას უწუნებენ

AutoSharing Option
იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-სთან საუბარში "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შეაფასა.

მიუხედავად გატანილი გოლისა და შედეგიანი გადაცემისა, ფედელემ ჩვენებური მაინც გააკრიტიკა:

"კვარაცხელია ძალიან მაგარი იყო ვერონაში? ბიჭს აშკარად აქვს ტალანტი, თუმცა ის ძალიან ინდივიდუალისტია. მე მას ახლა 6 ქულას დავუწერ და იმ შემთხვევაში, თუ ის გოლს ვერ გაიტანდა, ჩემი შეფასება 5 ქულიანი იქნებოდა.

მან დააგვიანა მოქმედება, როდესაც ვერონას ფეხბურთელმა დავიდე ფარაონიმ საგოლე გადაცემა გააკეთა და ამის უყურადღებოდ დატოვება უბრალოდ არ შეიძლება", - ამბობს ფედელე.
მკითხველის კომენტარები / 24 /
ვიღაცა აგვიანებს ყოველთვის გოლი რომ გადის მაშინ აღარ იქნებოდა გოლები, ხვიჩამ კიარა ორივე გოლი ვარსკვლავი კორეელი მცველის ბრალი იყო
სოსო
11:53 21-08-2022
2
რა შეცდომაზეც მიუთითა,იქ მართალი უთხრა,მაგრამ რაც შეეხება შეფასებას,ხვიჩა სადებიუტო მატჩში,ტურის სიმბოლურში შეიყვანეს და ამით ყველაფერი ნათქვამია.
სოსო
11:44 21-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული