სიომინი: ეს დარტყმა ხვიჩას დაყენებული აქვს - მისი გაშვება კიკნაძის დივერსია იყო

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია პირველ ორ ტურში გატანილი სამი გოლით სერია A-ს ბომბარდირია. ადრე დებიუტანტებიდან "ნაპოლიში" მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა გაიტანა ზედიზედ პირველ ორ ტურში - ედინსონ კავანიმ (2010 წელს), ხოსე კალეხონმა (2013) და ლორენცო ტონელიმ (2017). პირველ ორ ტურში სამი გოლი მხოლოდ კავანის ანგარიშზეა, რომლის რეკორდი ქართველმა გაიმეორა.

"სპორტ-ექსპრესის" კორესპონდენტი "ლოკომოტივის" ყოფილ მწვრთნელს იური სიომინს "მონცასთან" კვარაცხელიას პირველი გატანილი გოლის შემდეგ დაუკავშირდა და ჰკითხა, გაუკვირდა თუ არა მისი წარმატებული დებიუტი, რაზეც უპასუხა, რომ ეს კანონზომიერებაა და "რკინიგზელთა" კლუბის ექს-პრეზიდენტი ვასილ კიკნაძე გააკრიტიკა:

"დაურეკეთ
კიკნაძეს და ჰკითხეთ, რატომ არ დავიტოვეთ. ეს ხელიდან გაშვებაა? რა ხელიდან გაშვება? ეს დივერსიაა. კვარაცხელიამ საოცარი გოლი გაიტანა. სხვათა შორის, ეს დარტყმა მას დაყენებული აქვს. მარჯვენა ფეხით მუდამ "მოჭრით" შორეულ კუთხეში აგზავნის ბურთს. ყოველი ვარჯიშის შემდეგ ამაზე მუშაობდა. ყოველთვის გამოსდიოდა. ეს კანონზომიერი გოლია".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბოღმიანებო ჩაიდჯვით? ჯერ სად ხართ ვაბშე გასკდებით ბოღმისგან .მიდი კვარა მაგარი კაცი ხარ გენაცვალე გულში ღმერთმა ხელი მოგიმართოს ვაჟკაცო კაცო
კაკაო
12:17 22-08-2022
8
შენ,რომელი კლასტერი ხარ?
ისე ექიმს,რომ ეჩვენოს-ი
11:58 22-08-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული