ხვიჩა კვარაცხელია პირველ ორ ტურში გატანილი სამი გოლით სერია A-ს ბომბარდირია. ადრე დებიუტანტებიდან "ნაპოლიში" მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა გაიტანა ზედიზედ პირველ ორ ტურში - ედინსონ კავანიმ (2010 წელს), ხოსე კალეხონმა (2013) და ლორენცო ტონელიმ (2017). პირველ ორ ტურში სამი გოლი მხოლოდ კავანის ანგარიშზეა, რომლის რეკორდი ქართველმა გაიმეორა.
"სპორტ-ექსპრესის" კორესპონდენტი "ლოკომოტივის" ყოფილ მწვრთნელს იური სიომინს "მონცასთან" კვარაცხელიას პირველი გატანილი გოლის შემდეგ დაუკავშირდა და ჰკითხა, გაუკვირდა თუ არა მისი წარმატებული დებიუტი, რაზეც უპასუხა, რომ ეს კანონზომიერებაა და "რკინიგზელთა" კლუბის ექს-პრეზიდენტი ვასილ კიკნაძე გააკრიტიკა:
"დაურეკეთ
კიკნაძეს და ჰკითხეთ, რატომ არ დავიტოვეთ. ეს ხელიდან გაშვებაა? რა ხელიდან გაშვება? ეს დივერსიაა. კვარაცხელიამ საოცარი გოლი გაიტანა. სხვათა შორის, ეს დარტყმა მას დაყენებული აქვს. მარჯვენა ფეხით მუდამ "მოჭრით" შორეულ კუთხეში აგზავნის ბურთს. ყოველი ვარჯიშის შემდეგ ამაზე მუშაობდა. ყოველთვის გამოსდიოდა. ეს კანონზომიერი გოლია".
ახლა რაც შეეხება ფეხბურთს და ხვიჩას რუსეთში თამაშს,ვიყოთ სამართლიანები და ვთქვათ:ხვიჩა!მე ქართველმა კაცმა [შეიძლება ეს ჩემი მინუსია]როგორც ფეხბურთელი და როგორც დიდი ტალანტი რუსეთის ჩემპიონატიდან გავიცანი,ასევე გაიცნო ბევრმა ჩემნაირმა ფეხბურთის მოყვარულემა და მსოფლიოს საფეხბურთო სამყარომ,რუსი მწვრთვნელები,ვის ხელშიდაც მოუწია ხვიჩას თამაში,ისინი მას ენდობოდენ,ხვიჩამაც მათი ნდობა გაამართლა და დღეს ხვიჩა იქ არის სადაც უნდა იყოს.
არაფერს ვამბობ რუსულ შოვინიზმზე,ეგოიზმზე,ეს ყველამ ვიცით.
ხვიჩა იქ,რუსეთში არ უნდა დარჩენილიყო თორემ მერე ის როგორც ტალანტი დაიკარგებოდა,მაგრამ იმ რუსი მწვრთვნელების მიმართ უმადურები ნუ ვიქნებით,მათ შეიტანეს თავიანთი წვლილი ხვიჩას მსოფლიოსთვი გაცნობაში,ამის შემდეგ წამოვიდა მოთხოვნები ხვიჩაზე დიდი კლუბებიდან,უმადურობა ძალიან დიდი ცოდვაა.