პოლიტიკოსი იმ ადამიანებსაც მიმართავს, რომელიც ქართველ ფეხბურთელს აკრიტიკებდა:
"კვარაცხელიას რომ აგდებით მოიხსენიებდით იმ ხალხს კიდევ ერთ გოლს გილოცავთ! გენაცვალე კვარა", - წერს ელისაშვილი.
შეგახენებთ, რომ სერია A-ს მე-2 ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ "მონცას" დუბლი შეუსრულა.
მისი ინტერვიუ ომზე არ მოეწონა, აქ მას ვერ ჰყავდა სპალეტისნაირი დამრიგებელი;
აბა ჯუღელი რა დარიგებას მისცემდა ხომ ჩანს მისი კომენტარიდან გოლის აღნიშვნაზე,
სამწუხაროა, რომ კარგი სპორტსმენები პოლიტიკაში მიდიან (კალაძე, სანიკიძე, კაჭარავა) და ხალხის საყოველთაო სიყვარულს კარგავენ
მართლა მინდა ვიფიქრო, რომ იმ ჟურნალისტებისაც უყვართ, მაგრამ როცა მახსენდება რას დაემსგავსნენ იმ დღეებში, აღარვიცი რა ვიფიქრო. ვინმე თუ მიყვარს ასე ვერ გავიმეტებ. მეც მოვუწოდებდი იქედან წამოსულიყო, უბრალოდ კანდელაკის ტანზე რომ მის თავს აკერებდნენ ფოტოშოპით, და უკრაინელი ბავშვების მკვლელობას აბრალებდნენ, უკიდურესაც ამცირებდნენ, ეს იყო სრული სიგიჟე, ამის მერე როგორ ვიფიქრო, რომ უყვარდათ. ხო შეიძლება ახალგაზრდა ადამიანმა უბრალოდ ამ ყველაფერს ვერ გაუძლოს, რამე რომ მოსვლოდა სტრესისგან მერე ხო ყველა დაიწყებდა ყალბ სინანულს. კიბერ ბულინგმა რამდენი ახალგაზრდა მიიყვანა თვითმკვლელობამდე აზრზე თუ არიან საერთოდ. საბედნიეროდ იმდენად ძლიერი აღმოჩნდა ხვიჩა, რომ პასუხიც კი არ დაუბრუნა არცერთს. ამხელა ცილისწამება,ამხელა სიბინძურის სროლა როგორ შეიძლება მისთვის, ხვიჩა რომ არ იყოს და ვინმე უნიჭო ახალგაზრდა იყოს, იმისთვისაც კი არ შეიძლება ამხელა ფსიქოლოგიური ტრავმის მიყენება.
სიხარულის დროსაც, რანაირად შეგიძლიათ სხვებზე ბოღმა ანთხიოთ, თუ მართლა გიხარიათ ?!
სიხარულიც არ შეგიძლიათ ჭეშმარიტი, თორემ ამ დროს მაინც არ გაგახსენდებოდათ სხვა ადამიანები.
გულში ჩაიდეთ ის რაც მართლა ჩასადებია და ვინც ამდენი ათეული წელია, საერთო სამშობლოს გვართმევს ძალით თუ ნებაყოფლობით.
ხვიჩას წარმატებები ბევრი