"კვარაცხელიას აგდებით რომ მოიხსენიებდით, იმ ხალხს..." - ელისაშვილი ხვიჩას ბრწყინვალე თამაშს ეხმაურება და მის კრიტიკოსებს მიმართავს

AutoSharing Option
პარტია "მოქალაქეებიდან" საქართველოს პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ხვიჩა კვარაცხელიას მორიგ ბრწყინვალე მატჩს ეხმაურება.

პოლიტიკოსი იმ ადამიანებსაც მიმართავს, რომელიც ქართველ ფეხბურთელს აკრიტიკებდა:

"კვარაცხელიას რომ აგდებით მოიხსენიებდით იმ ხალხს კიდევ ერთ გოლს გილოცავთ! გენაცვალე კვარა", - წერს ელისაშვილი.

შეგახენებთ, რომ სერია A-ს მე-2 ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ "მონცას" დუბლი შეუსრულა.
მკითხველის კომენტარები / 35 /
არც ვკითხულობ, პირდაპირ დისლაიქი. ამ კაცს აქ რაღა უნდა, დატოვეთ რამე სუფთა თქვე პარაზიტებო!!!
კაპიტან გარდენბურგი
23 აგვისტო 2022 01:27
0
ეს კვერ... პოლიტიკაში ხო აგვაშენა და ეხლა აქ ჰყოფს მის დიდ ცხვირს! წადი რა შენნაირებით როა სავსე ის პარლამენტი იმიტოა ქვეყანა ამ დღეში.....
სიმართლე მწარეა!
22 აგვისტო 2022 20:18
20
ალეკოოოო, იმ პაპამ რა გითხრა ხო გახსოვს? გვიანია, ალეკოოოოოო, გგვიანიიიი))
მელქისედეკ ცვალე
22 აგვისტო 2022 18:51
10
30 წელი ვინც ყრიხართ მთავრობაში, ნებისმიერი ხართ ამ ქვეყნის მტრები, მხოლოდ სახრავ-სახმარად გინდათ ქვეყანა, ზოგი მეტს შვება და ზოგი შედარებით ნაკლებს ( არ აძლევენ დიდ ლუკმას), ხოდა დააცადეთ ჩვეულებრივ მოსახლეობას ცხოვრება უვარგისებო, ჩვეულებრივი და წესიერი ხალხის წიაღიდან არის ხვიჩა წამოსული.........
სტალინი
22 აგვისტო 2022 18:02
2
ალეკო და სერიოზულად ფიქრობ რომ კვარაცხელია შენი დასაცავია? ნეტა სად ნახე შენ კვარაცხელიას ვინმე აძაგებდეს? ეს ბიჭი ყველასათვის სათაყვანებელი გახდა ვინ ვინ და შენი დაცვა მას ნამდვილად არ ჭირდება, შენ ლეღვის ფოთლობა კი გამოგდის მაგრამ ხვიჩას ეს ნამდვილად არ ჭირდება მითუმეტეს შენგან, ლეღვის ფოთლობას ვინც გთხოვს მას აეფარე.
სოფია
22 აგვისტო 2022 15:51
17
დაგვანებეთ თავი უბრალოდ გცაცალეთ სიხარული არ მოგწყინდათ ასეთ დროს ბოღმის ნთხევა და რაღაც ქულების დაწერა
ანტა
22 აგვისტო 2022 15:23
3
შენც კარგი ბოღმის "ბუკეტი" ხარ... ალ. ელისაშვილო. მახსოვს შენი კომენტერები "საბურთალოს" მიერ შემთხვევით წაგებულ თამაშზე... "არარატთან".
tngh
22 აგვისტო 2022 15:04
4
ხვიჩა ყველას უყვარს, დარწმუნებული ვარ, იმ ჟურნალისტებსაც ვისაც
მისი ინტერვიუ ომზე არ მოეწონა, აქ მას ვერ ჰყავდა სპალეტისნაირი დამრიგებელი;
აბა ჯუღელი რა დარიგებას მისცემდა ხომ ჩანს მისი კომენტარიდან გოლის აღნიშვნაზე,
სამწუხაროა, რომ კარგი სპორტსმენები პოლიტიკაში მიდიან (კალაძე, სანიკიძე, კაჭარავა) და ხალხის საყოველთაო სიყვარულს კარგავენ
პატრიოტი
22 აგვისტო 2022 14:38
12
მეც მინდა ვიფიქრო, რომ იმ ჟურნალისტებისაც უყვართ, ვახო სანაიამ შერბილებული ტონით დაწერა გუშინ , დვალიშვილის ვიდეო გააზიარა და რეალურად ამას ვითხოვდიო და სხვას არაფერსო. ანუ ძალიან კარგად ისაუბრა დვალიშვილმა ოკუპაციაზე, ბედნიერი ვიქნებოდი კვარასაც ესაუბრა, მაგრამ იქ სულ სხვა კონტექსტი იყო და პრესკონფერენციაც სულ სხვა ჭრილში ტარდებოდა. ყველას ვერ მოვთხოვთ ამ ორატორობას და კვარამ რომ არ ისაუბრა ოკუპაციაზე, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთს ოკუპანტად არ თვლის ნოეს გადაცემაში თქვა, როგორც ქართველს მაწუხებს ოკუპაციის საკითხიო. რატომ უნდა გეგონოს კვარაცხელია პრორუსული იდეოლოგიის არ მესმის.რუსეთუმეობის მიწეპება სრულიად არანორმალურად მიმაჩნია.
მართლა მინდა ვიფიქრო, რომ იმ ჟურნალისტებისაც უყვართ, მაგრამ როცა მახსენდება რას დაემსგავსნენ იმ დღეებში, აღარვიცი რა ვიფიქრო. ვინმე თუ მიყვარს ასე ვერ გავიმეტებ. მეც მოვუწოდებდი იქედან წამოსულიყო, უბრალოდ კანდელაკის ტანზე რომ მის თავს აკერებდნენ ფოტოშოპით, და უკრაინელი ბავშვების მკვლელობას აბრალებდნენ, უკიდურესაც ამცირებდნენ, ეს იყო სრული სიგიჟე, ამის მერე როგორ ვიფიქრო, რომ უყვარდათ. ხო შეიძლება ახალგაზრდა ადამიანმა უბრალოდ ამ ყველაფერს ვერ გაუძლოს, რამე რომ მოსვლოდა სტრესისგან მერე ხო ყველა დაიწყებდა ყალბ სინანულს. კიბერ ბულინგმა რამდენი ახალგაზრდა მიიყვანა თვითმკვლელობამდე აზრზე თუ არიან საერთოდ. საბედნიეროდ იმდენად ძლიერი აღმოჩნდა ხვიჩა, რომ პასუხიც კი არ დაუბრუნა არცერთს. ამხელა ცილისწამება,ამხელა სიბინძურის სროლა როგორ შეიძლება მისთვის, ხვიჩა რომ არ იყოს და ვინმე უნიჭო ახალგაზრდა იყოს, იმისთვისაც კი არ შეიძლება ამხელა ფსიქოლოგიური ტრავმის მიყენება.
Spain
22 აგვისტო 2022 16:05
4
კალაძე დღესაც უყვართ. თბილისს ასეთი კარგი მერი ერთხელ ყავდა შორეულ წარსულში, დიმიტრი ყიფიანის სახით. ვიქტორ სანიკიძეც სასახელო კაცია და კაჭარავაც. უვარგისია ის, ვინც ბოღმა და ავყიაა
ჰიონესი
22 აგვისტო 2022 15:37
25
რანაირად შეგიძლიათ ამდენი ბოღმის გულში ტარება, განა არ მძიმდებით?!

სიხარულის დროსაც, რანაირად შეგიძლიათ სხვებზე ბოღმა ანთხიოთ, თუ მართლა გიხარიათ ?!

სიხარულიც არ შეგიძლიათ ჭეშმარიტი, თორემ ამ დროს მაინც არ გაგახსენდებოდათ სხვა ადამიანები.

გულში ჩაიდეთ ის რაც მართლა ჩასადებია და ვინც ამდენი ათეული წელია, საერთო სამშობლოს გვართმევს ძალით თუ ნებაყოფლობით.

ხვიჩას წარმატებები ბევრი
ფეხბურთი
22 აგვისტო 2022 14:31
6
კიდევ ერთი კი არა. ორი გოლი გაიტანა, ალეკო))) გეტყობა როგორც უყურე გუშინ და როგორ ბალეშჩიკობ ხვიჩას)))))))
ფირუზა
22 აგვისტო 2022 14:02
22
პირველი გოლისას დადო პოსტი
გომორძგუა მარგალეფც
22 აგვისტო 2022 14:25
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული