tuttomercatoweb-ი სერია A-ში ლუკა ლოჩოვილის დებიუტს წარმატებულად მიიჩნევს.
ხისტი, მაგრამ ეფექტური, ცენტრალურ მცველებს შორის საუკეთესო
"კრემონეზე" "ოლიმპიკოზე" "რომასთან" დამარცხდა. კრემონელებმა კარგად ითამაშეს, მათ დაცვაში ლუკა ლოჩოშვილი გამოირჩეოდა. "გაძეტ დელო სპორტმა" ქართველის თამაში 6.5-ით შეაფასა. "კლდესავითაა, სახიფათო შეტევაშიც კი იყო", - წერს გამოცემა. დაახლოებით იგივეს აღნიშნავს "კორიერე დელო სპორტი": "დებიუტისას ხისტი, მაგრამ ეფექტური იყო".
"ტუტოსპორტმა" 6-იანი დაუწერა: "სამი ცენტრალური მცველიდან საუკეთესო გახლდათ, პირველ ტაიმში დიბალა და ძანიოლო შეაჩერა, რომლებიც გოლის გასატანად კარისკენ გარღვევას ცდილობდნენ".
TMW-ის დასკვნა: "აგრესიული იყო ძანიოლოსთან ბურთზე ბრძოლაში,
რომელიც უნებურად მწყობრიდან გამოიყვანა. ეს მატჩის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი გამოდგა. მანჩინის დაყენებული ბლოკის გამო სმოლინგს გოლის გატანაში ხელი ვერ შეუშალა. მისი დარტყმული ბურთი რუი პატრისიომ ხარიხასთან მოიგერია".
და მერეც დაიტაცებენ