ხვიჩას გოლი მე-2 ადგილზე გავიდა - ნახეთ, ბერარდის ასევე შედევრი, რომელიც სერია A-ს მე-2 ტურში კვარაცხელიას გოლს ამჯობინეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სერია A-მ თავის ოფიციალურ Youtube გვერდზე მე-2 ტურის საუკეთესო 5 გოლი გამოავლინა, საიდანაც 2 ხვიჩა კვარაცხელიას ეკუთვნის.

ხვიჩას მიერ "მონცას" კარში გატანილი მე-2 ბურთი მე-5 ადგილზე გავიდა, პირველმა გატანილმა გოლმა კი მეორე ადგილი დაიკავა.

"კვარას" მხოლოდ "სასუოლოს" ფორვარდმა დომენიკო ბერარდიმ აჯობა, რომელმაც "ლეჩეს" ასევე მართლაც შედევრი გაუტანა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ერთი შეხებით დაარტყა და ბურთიც მაგრად მოაჯდა ფეხზე.კი,სჯობია,მაგრამ ხვიჩას ორი შედევრი მოხვდა ხუთეულში და ამას ნამდვილად ვეღარ აჯობებს.ორ სადებიუტო მატჩში მოხვდა ტურის სიმბოლურში და მეეჭვება ბევრი იყოს ასეთი,თუნდაც იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში.იტალიაში კი, იმდენ მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებულ ფეხბურთელს აქვს ნათამაშები,ალბათ ვერც ჩამოვთვლით და მათ გარდა სუპერვარსკვლავებიც ხომ ბევრი ჰყავდათ.როგორც უნდა იყოს,ხვიჩას დებიუტს,აფეთქებული ბომბის ეფექტი აქვს და იმედია აფეთქების ტალღა,კიდევ მრავალჯერ შემოურბენს, საფეხბურთო დედამიწას.
სოსო
11:22 24-08-2022
0
სერია ა-ს ხუთ საუკეთესო გოლში 2 ჩვენებურისაა!!! რა ვთქვა არ ვიცი, უკომენტაროდ!
შოთა-მილანი
12:42 24-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული