"მაგრად იბრძოლა და "გრანიტის ვიკინგი" შეაჩერა" - დანიური მედია ხოჭოლავაზე

AutoSharing Option
"კოპენჰაგენმა" ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელი პლეი-ოფის საპასუხო მატჩში სტუმრად "ტრაბზონსპორთან" სასურველ ფრეს მიაღწია (0:0) და ჯგუფურ ეტაპზე მეხუთედ, 2016 წლის შემდეგ კი პირველად მიიღებს მონაწილეობას. დანიურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა დავით ხოჭოლავამ და tipsbladet-მა უმაღლესი შეფასება (5 ქულა) მხოლოდ მას, მეკარე მეტიუ რაინს და მწვრთნელ იეს ტორუპს დაუწერა.

"პატივი მქონდა ანდრეას კორნელიუსთან ერთად მეთამაშა, თქვა ქართველმა ყოფილ თანაგუნდელსა და ამჟამად "ტრაბზონსპორის" თავდამსხმელზე. ეს ბევრს არ მოეწონა, მაგრამ ხოჭოლავამ გასაქანი არ მისცა დანიელ "ვიკინგს", რომელიც 95%-ით გრანიტია. დავითმა თავის სამშობლოსთან ახლოს ძალიან მაგრად
იბრძოლა. ბოილესენისთვის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება ადვილი არ იქნება", - წერს გამოცემა.

"აი, ამისთვის ჩამოვედი აქ. ასეთი საღამოებისთვის. ტიტულების მოსაპოვებლად და მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან სათამაშოდ. ძალიან, ძალიან ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. კარგი გეგმა შევიმუშავეთ, რომელიც მეტოქის ძლიერ და სუსტ მხარეებზე იყო დაფუძნებული და ბიჭებმა დავალებები შეასრულეს.

ეჭვი ეპარებოდათ, რომ დანიის ჩემპიონები გავხდებოდით. ეს შევძელით. შემდეგ კითხვა გაუჩნდათ, მოვახერხებდით თუ არა ასევე წარმატებულად ევროპაში ასპარეზობას. მოვახერხეთ", - განაცხადა ტორუპმა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რაღაც ქართველებს კარგი ჟამი დაგვიდგა სანაკრებო ფეხბურთის თვალსაზრისით.
დავით გორგილაძე(ნატანები)
16:52 25-08-2022
0
რა ბოილესენი და რა ძირთადში მოხვედრა, ხოჭოს ადგილას მოიაზრება ეგ? რაც ხოჭო კობენჰაგენშია სულ ძირითადშია და ეს ბოილსენი საიდან გამოჩხრიკეს? თუ სხვის ადგილას იდგა დათის კარგ თამაშთან რა მოსატანი იყო გაუჭირდება თუ არა ძირითადში დაბრუნება?
რრრ
14:49 25-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული