"120 წუთის განმავლობაში შეუჩერებელი იყო" - "სლოვანის" ქომაგები ქართველებს მადლობას უხდიან

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გუშინ "სლოვანმა" ბოსნიაში ადგილობრივი "ზრინსკი" პენალტების სერიაში (6:5) დაამარცხა და კონფერენს ლიგაზე გავიდა. გამორჩეული შეხვედრა ჩაატარეს გუნდის გამოცდილმა მოთამაშეებმა გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ.

"სლოვანის" ქომაგები სოციალური ქსელის საშუალებით მათ მადლობას უხდიან.

"ჯადოსნური საღამო გამოვიდა. 3 წუთში კინაღამ შეხვედრა დავთმეთ. კაშია 120 წუთის განმავლობაში შეუჩერებელი იყო, ნამდვილი მეფეა!"

"მიუხედავად გაძევებისა, ჯაბა უდიდეს ქებას იმსახურებს. ნამდვილი მეომარი, რომელიც ყოველთვის ყველაზე მეტს დარბის".

"თუ ტიგრანმა ჯგუფურ ეტაპზეც ასე ითამაშა, შორს გავფრინდებით და რა თქმა უნდა, ჯაბა, მიუხედავად წითელი ბარათისა. ვფიქრობ, მოსტარმა
იდაყვის დარტყმა და აღმზრდელობითი გაკვეთილი დაიმსახურა".

"გურამ, მადლობა ბრძოლისთვის".

შეგახსენებთ, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა დღეს, 16:30 საათზე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩაკვემაც ბევრი იმუშავა და თავის წვლილი შეიტანა გამარჯვებაში
თენგო
13:33 26-08-2022
1
საოცარია ჩაკვეზე რომ არაფერს ამბობენ. ძალიან მაგარი შეხვედრა ჰქონდა დრიბლინგებით. ნელ მელა ძველ ჩაკვეს უბრუ დება. ერთი კაი გოლი უნდა და მერე წინ წავა
ვანჩოპე
13:31 26-08-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული