მატჩის დღე! კვარაცხელია ბრწყინვალე დებიუტს ფლორენციაში აგრძელებს...

AutoSharing Option
ქართველი გულშემატკივრებისთვის "ნაპოლის" ყველა მატჩის მოახლოება, ფაქტობრივად, დღესასწაულთან ასოცირდება, ნებისმიერი შეხვედრის მიმართ დიდი მოლოდინია - ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ხომ სიამაყესა და სიამოვნებას იწვევს. "კვარამ" თამასა ძალიან მაღლა ასწია (უკვე 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს), თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ იტალიის ჩემპიონატში 38 ტურია ჩასატარებელი და ყველა მატჩში გატანა და შედეგიანი მოქმედებები წარმოუდგენელია. ამაზე იტალიელი ექსპერტებიც მიანიშნებენ.

დღეს, 28 აგვისტოს, სპალეტის გუნდს მე-3 ტურში ყველაზე ძლიერი მეტოქე ეყოლება, რომელსაც კი ახლად დაწყებულ სეზონში შეხვედრია - ფლორენციაში "ფიორენტინას" ესტუმრებიან. თუკი
ნეაპოლელები უდანაკარგოდ ასპარეზობენ, იტალიანოს გუნდს 4 ქულა აქვს. ფლორენციელებმა კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ითამაშეს (ჯგუფში გავიდნენ) და ცოტათი გადაღლილები იქნებიან. მათ ზედიზედ 2 ნულოვანი ფრე (0:0) აქვთ. ასე რომ, "ფიორესთვის" გოლის გატანა მარტივი სულაც არაა. აღსანიშნავია, რომ მთავარი მწვრთნელი მეკარის როტაციას მიმართავს, სერია "ა"-ში კი "ატალანტას" კარის ყოფილ დარაჯს, პიერლუიჯი გოლინის ენდობა. "ფიორენტინას" რიგებში მადრიდის "რეალიდან" იჯარით ფორვარდი ლუკა იოვიჩი ითამაშებს. მან იტალიის ჩემპიონატის საწყის ტურში გაიტანა კიდეც. აქვეა 33 წლის ვეტერანი, "მილანის" ექსნახევარმცველი ჯაკომო ბენავენტურა. გუნდის წინა ხაზშია რუსი ალეკსანდრ კოკორინი, რომელსაც 10 აპრილის შემდეგ არ უთამაშია.

ხვიჩას წინააღმდეგ თამაში "შახტარის" ყოფილ მცველს, 23 წლის ბრაზილიელ დოდოს მოუწევს, თუმცა სეზონის დასაწყისში როტაცია ამ გუნდში ჩვეულებრივი ამბავია და ბოლომდე ეს არავინ იცის. ნეაპოლურ კლუბში ახალწვეულები არიან, მათ შორის, შეტევაში, თუმცა კვარაცხელია-ოსიმენი-ლოსანოს სამეული ხელშეუხებელი იქნება... თუკი კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერი არ განხორციელდა.

"არტემიო ფრანკიზე" შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

Sportall.Ge

ორშაბათს, 29 აგვისტოს კი, გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" ესპანეთში ურთულეს მატჩს ჩაატარებს - მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლებს.

ვალენსიელებს ერთი მოგება და ამდენივე მარცხი აქვთ. "ბილბაოსთან" (0:1) წაგებულ მატჩში გაშვებული გოლის დროს გიორგი მამარდაშვილი ნაკლებად დამაჯერებელი იყო. იმედია, ის ჩვეულ ფორმას დაიბრუნებს. დიეგო სიმეონეს გუნდთან ქართველ კიპერს საქმე არ უნდა მოაკლდეს.

"მესტალიაზე" გასამართი დაპირისპირება თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.

alt"მათ ქართველი ვუნდერკინდი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავთ, ნეაპოლში თამაში ადვილი არ იქნება" - ბრიტანული "გარდიანი" "ლივერპულის" მეტოქეებზე

altედინსონ კავანი მამარდაშვილის "ვალენსიასთვის" შეუტევს

მკითხველის კომენტარები / 9 /
ქიმთუუდვი ხვიჩა ფიორეს ამდღა✊❤️❤️
ბაჩი
28 აგვისტო 2022 16:03
0
უარყო უკვე რონალდოს შესაძლო ტრანსფერი ნაპოლიმ ... ჭორებიაო. სპალეტიმაც და ლოურენტისმაც. და შეწყვიტეთ ჟურნალისტებმა ამაზე წერა...თქვენ ბოლოს რატო იგებთ ყველაფერს.
ქუთაისი
28 აგვისტო 2022 11:16
1
ჩეხვას დამპლობებს და უხეშობებს ელოდეთ. იმის იმედზე ნუ იქნებით რომ არ იზავენ ან რამე. წესით სისხლს უნდა ფსავდნენ ეხლა კოკორინი და რუსები
x.
28 აგვისტო 2022 10:28
5
კრემონეზე ორივე საწყის ტურში იმსახურებდა ქულებს და თითქმის დარწმუნებული ვარ,ამ თამაშში მაინც არ წააგებს.ნაპოლისათვის ეს თამაში,ჩემპიონატში,პირველი სერიოზული გამოცდა იქნება,რადგან აქამდე მაინც უფრო დაბალი კალიბრის გუნდებთან მოუწია შეხვედრები.წუხელ,ლაციო-ინტერის შეხვედრას ვუყურე.ინტერმა დაფლითა,შეჭამა მეტოქე,მაგრამ მაინც წააგო.ძალიან მაგარი თამაში იყო.
სოსო
27 აგვისტო 2022 15:52
0
ძალიან კარგი მიმოხილვაა, ყველა დეტალი გავიგე
დავით ჯ
27 აგვისტო 2022 09:42
0
ფიორენტინას მცველები გადამალეთ!ფლორენციელი ბავშვები ტელევიზორებს მოარიდეთ!კვირას საფეხბურთო ქილერი,მეტსახელად"კვარა"მოდის!
ენძო
27 აგვისტო 2022 00:20
0
))))))))))
100%
28 აგვისტო 2022 12:32
0
მე მხოლოდ სათაური არ წამიკითხავს და გავიგე, რომ ვერონასა და მონცასთან შედარებით ძლიერი იგულისხმება. მეორე ნაწილზე კომენტარი მეუხერხულება
დავით67-ს
26 აგვისტო 2022 17:15
3
სათაურები შეარჩიეთ ნორმალური, როდის აქეთ გახდა ფიორენტინა ყველაზე რთული მეტოქე? და საერთოდ სიტყვა " ყველაზე" საერთოდ უნდა ამოღებულ იქნას ქართული ლექსიკონიდან.
დავით 67
26 აგვისტო 2022 16:53
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული