მოგეხსენებათ, გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა შედგა, სადაც ხვიჩას "ნაპოლის" მეტოქეები გაირკვა. ჩვენებურის გუნდი "ლივერპულს", "აიაქსსა" და "რეინჯერსს" დაუპირისპირდება.
ცნობილი გამოცემა The Guardian-ი "ლივერპულის" შანსებს აფასებს და მერსისაიდელთა მეტოქეებზე ვრცლად საუბრობს.
"ლივერპულმა" სეზონი არც ისე დამაჯერებლად დაიწყო. მათი ერთ-ერთი მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსი" იქნება, რომელიც 5 წლის შემდეგ ერიკ ტენ ჰაგმა დატოვა. ახალი მწვრთნელის ხელში ჯერჯერობით ამსტერდამელთა შანსები უცნობია. ალფრედ შროდერს "ჰოფენჰაიმში", "აიაქსსა" (მწვრთნელის ასისტენტად) და "ბრიუგეში" უმუშავია. მართალია, ისინი სათამაშო სტილს არ შეცვლიან, თუმცა ლისანდრო მარტინესის, სებასტიან ალეს,
ნუსერ მაზრაუის, რაიან გრავერბერხისა და დიდი ალბათობით, ანტონის წასვლის შემდეგ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა რთული იქნება. "ნაპოლის" ქართველი ვუნდერკინდი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს. ნეაპოლში სტუმრობა იოლი არავისთვის იქნება. რაც შეეხება "რეინჯერსს", შოტლანდიური გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე 12 წლის შემდეგ დაბრუნდა და მარტივად წარმოსადგენია, თუ როგორი ატმოსფერო იქნება "აიბროქსზე." - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს "ნაპოლი" "ლივერპულის" წინააღმდეგ 7 სექტემბერს გამართავს.