"ცრვენა ზვეზდაში" აზაროვის დებიუტი შედგა

AutoSharing Option
"ცრვენა ზვეზდაში" პირველად ითამაშა საქართველოს ნაკრების მცველმა ირაკლი აზაროვმა.

აზაროვი სერბეთის ჩემპიონატის მერვე ტურში "იავორთან" მოგებულ საშინაო მატჩში (4:1) სასტარტოში დააყენეს და 63-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 1:1 იყო.

"ცრვენა ზვეზდას" 2 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, 18 ქულით ლიდერია და 31 აგვისტოს "პარტიზანს" დაუპირისპირდება.

ევროპა ლიგაზე ბელგრადული კლუბი H ჯგუფში "მონაკოსთან", "ფერენცვაროშთან" და "ტრაპზონსპორთან" მოხვდა და აზაროვს უკვე აქვს ევროტურნირებზე ახალ გუნდში თამაშის უფლება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები ირაკლის!თუ საკმარისი სათამაში დრო მიეცემა,საგრძნობლად მოუმატებს.ეს მისთვის შუალედური პუნქტია,საიდანაც უფრო ძლიერ ლიგაში უნდა გაიკვალოს გზა.1-1,5 წელიწადში გადასვლა,საამისოდ საუკეთესო ვადაა.
სოსო
15:13 28-08-2022
1
რა საწყენია , რა ცვერნა ზვეზდა რის ცვერნა ზვეზდა ( იმალე ერთ წელში გადავა ნორმალურ გუნდში .
გიორგი
05:29 28-08-2022
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული