"ფიორენტინას" თავკაცმა ვინჩენცო იტალიანომ "ნაპოლისთან" მატჩის წინ მეტოქესა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"ამ ბიჭს ნამდვილად ჩემპიონის თვისებები აქვს, ხვიჩას გოლების გატანა შეუძლია თავით, მარცხენა და მარჯვენა ფეხით. შესანიშნავი ბიჭია, "ნაპოლის" ვულოცავ. კვარაცხელია, ოსიმენი, ლოსანო, ზელინსკი, გამორჩეული ფეხბურთელები არიან, მაგრამ მათ სხვა კარგი მოთამაშეებიც ჰყავთ, რთული თამაში გველის" - განაცხადა იტალიანომ.
შეგახსენებთ, "ფიორენტინასა" და "ნაპოლის" დაპირისპირება დღეს, 22:45 საათზე გაიმართება.
კვარაცხელია "ლივერპულით" იწყებს - კალენდარი ცნობილია
"ეს ჩემი ცხოვრების დიდი იმედგაცრუება იყო" -ექსკლუზიური ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან