კვარაცხელიას დღეს დიდი მიზნები აქვს! - ხვიჩას "ფიორენტინასთან" მატჩში ორი რეკორდის მოხსნა შეუძლია

AutoSharing Option
თითოეული ქართველი გულშემატკივარი დღეს ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი შოუს მოლოდინშია. ჩვენებურის "ნაპოლი" თბილისის დროით 22:45 საათზე ფლორენციაში "ფიორენტინას" დაუპირისპირდება.

"კვარას" კი დღევანდელ შეხვედრაში ორი რეკორდის დაფიქსირების ბრწყინვალე შანსი აქვს. 

თუ ხვიჩამ მეტოქის ბადე დღესაც შეარხია, ის ხოსე კალეხონის შემდეგ (ეს 2013/14–წლების სეზონში შეძლო) გახდება "ნაპოლის" მეორე ფეხბურთელი, რომელმაც გოლი საწყის 3 ტურში გაიტანა.

როგორც იცით, ქართველის ანგარიშზე 2 ტურში 3 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა, ანუ მას ჯამში 4 საგოლე ქმედებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. 

თუ ის დღეს კიდევ ერთ საგოლე მოქმედებაში
მიიღებს მონაწილეობას, ერლინგ ჰალანდის შემდეგ გახდება მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ბოლო 15 წელში, ტოპ 5 ლიგაში, 22 წლამდე ფეხბურთელებს შორის, მინიმუმ 5 საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა. ნორვეგიელმა საწყის 3 ტურში "დორტმუნდში" ეს შვიდჯერ მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
თუ დღეს ხვიჩამ 7 ჯერ გადააფურთხა, მაშინ გახდება 22 წლამდე 1 ფეხბურთელი, რომელსაც ფიორენტინას სტადიონზე 7ჯერ აქვს გადაფურთხებული მესამე ტურში. არ გეცოდებათ ეს ბიჭი, კარგი რა , ნუ გააგიჟეთ კაცი, აცალეთ თამაში, ეს სტატისტიკები რაღა საჭირა რა
კაპიტან გარდენბურგი
12:02 28-08-2022
7
ძალიან მომაბეზრებელია უკვე 10 ძირითადი სტატიიდან 9 რომ კვარაცხელიაზეა , აცადეთ ამ კაცს ფეხბურთის თამაში, უკვე იმდენად წაიღეს ტვინი ( არა მარტო ქართველმა ) ჟურნალისტებმა რომ რამდენიმე ცნობილმა სპეციალისტმა პირდაპირ თქვა 2 თამაშის გამო არასწორია ეს ეიფორიაო
მ.კ.
17:28 28-08-2022
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული