"ფიორენტინაში" მისი ყველას ეშინია" - ფლორენციაში ბევრი იფიქრეს და გადაწყვიტეს, როგორ შეაჩერონ დღეს კვარაცხელია

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport წერს, რომ "ფიორენტინას" მთავარ მწვრთნელ ვინჩენცო იტალიანოს "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიასი ძალიან ეშინია და დღეს მის შესაჩერებლად სპეციალური გეგმაც კი შეუმუშავებია.

ის ცენტრალურ მცველ ლუკას მარტინეს-ქუატრას მარჯვენა ფლანგზე გადასწევს და ჩვენებურის პერსონალურ მეურვედ დააყენებს, რათა "კვარას" თავისი საუკეთესო თვისებები არ წარმოაჩენინოს.

ვნახოთ, რამდენად გამართლდება La Gazzetta dello Sport-ის ვარაუდი და იტალიანოს გეგმა, ჩვენის მხრივ კი ვიმედოვნებთ, რომ "ფიორენტინას" მწვრთნელის ეს გათვლები არ იმუშავებს და ხვიჩა დღეს მორიგ შოუს დადგავს.

აქვე გეტყვით, რომ დღეს "არტემიო ფრანკიზე"
შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება.

alt"მას საჩემპიონო თვისებები აქვს, "ნაპოლის" ვულოცავ" - "ფიორენტინას" მწვრთნელი ხვიჩაზე

altკვარაცხელიას დღეს დიდი მიზნები აქვს! - ხვიჩას "ფიორენტინასთან" მატჩში ორი რეკორდის მოხსნა შეუძლია

altმატჩის დღე! კვარაცხელია ბრწყინვალე დებიუტს ფლორენციაში აგრძელებს...

მკითხველის კომენტარები / 10 /
ხვიჩა მაგრად გვიყვარხარ/
0
ხვიჩას რამე არ ატკინონ თორემ !!!
aburjga
16:01 28-08-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული