მატჩი მასპინძელთა შტურმით დაიწყო და მუსამ შორიდან დალაშქრა ობლაკის კარი, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გოლი გააუქმა, რადგან ჩათვალა, რომ იქამდე წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი. სტუმრები იშვიათი კონტრიერიშებით პასუხობდნენ და მამარდაშვილმა ფელიქსის ძლიერად დარტყმული ბურთი მოიგერია. 39-ე წუთზე კორეიამ მორატა წააქცია. არბიტრმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო „ღამურების“ მცველი ჯერ გააძევა, მერე ისევ ნახა ვიდეოგამეორება და წითელი ბარათი ყვითლით შეუცვალა. პირველი ტაიმის დასასრულს მორატა ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა და გიორგიმ გატანა საოცარ ნახტომში ფეხით არ დაანება.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა და შეცვლაზე შესულმა გრიზმანმა სოლერისგან რიკოშეტით მადრიდული გუნდი დააწინაურა. „ვალენსია“ დარჩენილ დროში ბევრს უტევდა, მაგრამ „ატლეტიკო“ თავს ჩვეულად უნარიანად იცავდა. 85-ე წუთზე კუნიამ თავით გაუტანა „ვალენსიას“, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. ბოლოს ქართველმა მეკარემ პირისპირ გასულ კარასკოსა და გრიზმანს არ გაატანინა და შეხვედრაც დასრულდა.
„ვალენსია“ 3 ქულით მე-14 ადგილზეა და 4 სექტემბერს „ხეტაფეს“ უმასპინძლებს.
ვალენსია. „მესტალია“. 43 910 მაყურებელი
ვალენსია - ატლეტიკო 0:1
გოლი: გრიზმანი (66)
ამ ბიჭზე თუ არ გვაქვს ამხელა ზეწოლა და ვაცდით გავითარებას, კვარაცხელია რატომ ამოვხადეთ სული ვერ ვხვდები?
ყოველ დღე ტელევიზიები რეიტინგის გამო მის მიმართ ყველაფერს კადრულობენ, მისი შეყვარებულის ფოტოები მთელს სოც. სივრცეს ედება, მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩას არსად დაუდევს თავის პირად ცხოვებაზე ინფორმაცია.
მამარდაშვილი უფრო მეტად დებს მისი ოჯახის და თუნდაც შეყვარებულის ფოტოებს მაგრამ არავის გადმოუტანია და გაუნიუსებია. რახდება ხალხო, რა იწვევს ამ ფენომენს რომ ასე არანორმალურად მივადგებით ერთ ადამიანს და მისი ყველაფერი გვაინტერესებს, თან ამით მას ვაზარალებთ?
უჭირს გუნდს :)