ჩაკვეტაძეს ტოპკლუბის შანსი ჰქონდა და ექნება - გიო 23 წლის გახდა...

AutoSharing Option
29 აგვისტოს გიორგი ჩაკვეტაძე 23 წლის გახდა. თითქოს საფეხბურთოდ იდეალური ასაკია, კარიერის ძირითადი სირთულეები გადალახული რომ უნდა გქონდეს და თამაშით ბოლომდე სიამოვნებას იღებდე. "ჩაკვე" ის კაცია, რომელსაც ამისთვის ყველანაირი რესურსი აქვს, თუმცა... ის ტოპლიგაში არაა, მაგრამ ქართველ გულშემატკივრებს მისი თამაში მაინც ძალიან აინტერესებთ და მხარს უჭერენ.

თუკი კარგად დავაკვირდებით, ეროვნულ ლიგაში საინტერესო ახალბედას ყოველთვის აღმოვაჩენთ. 2017 წელს ასეთი გიორგი ჩაკვეტაძე იყო, ბურთთან განსაკუთრებული მოპყრობითა და მოედნის ხედვით რომ გამოირჩეოდა, თანაც ყველაფერს სხარტად აკეთებდა. წარსული გამოცდილების გამო ბელგიის ჩემპიონატის ტრამპლინად გამოყენება
მაინცდამაინც დამაჯერებლად არ ჟღერდა, თუმცა გიორგის გერმანული კლუბები აქტიურად აკვირდებოდნენ და ბუნდესლიგა ახლოს ჩანდა...

Sportall.Ge

"ერთა ლიგის" პირველი გოლის ავტორი - ეს გიორგი ჩაკვეტაძის ისტორიაა. მაშინ არავინ იცოდა, რომ ჩვენთვის მომავალში საკმაოდ წარმატებულ ტურნირს გამარჯვებით დავიწყებდით, ყაზახური ფეხბურთის პროგრესი გვაშინებდა, ანაც საკუთარი ძალების არ გვწამდა. ვლადიმირ ვაისს დებიუტანტებზე დაყრდნობა მაინცდამაინც არ უყვარდა, თუმცა "ჩაკვეს" ენდო. პირველ ტურშიც, როცა მას თამაში თითქოს აღარ მისდიოდა, გიორგი წამიერად აფეთქდა. ეს იყო ის წერტილი, რის გამოც ჩაკვეტაძემ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე "დახატა", იგივე ყაზახეთთან თბილისში გატანილი გოლი კი ყველაფერ ამის დაგვირგვინება გახდა.

ვაისის ნდობა დღემდე გრძელდება. სლოვაკმა სპეციალისტმა იცის, ვისთან აქვს საქმე და ყველანაირად ცდილობს, ქართველმა ფეხბურთელმა საკუთარი თამაში იპოვოს, ასე მონატრებული გოლი გაიტანოს ("ჰამბურგის" რიგებში მეტოქის კარი 2 აპრილს აიღო, მანამდეც "მშრალი" სერია ჰქონდა). გიორგიზე "ჯვაროსნების" ამჟამინდელი თავკაცი ვილი სანიოლიც ბევრს ფიქრობს, ყველაფერს აკეთებს, თავდაჯერება დაუბრუნდეს. ესაა ის, რაც "ჩაკვეს" "გენტში" აკლდა - როცა მისი სწამთ, ენდობიან და უყურადღებოდ არ ტოვებენ, ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.

Sportall.Ge

როგორც შესაბამისი სპეციალისტები ამბობენ, მუხლის ის მძიმე ტრავმა, რის გამოც გიორგის ბევრი გაუცდა, გარკვეული რეციდივის შიშს მუდმივად ტოვებს და ამ მხრივ ფსიქოლოგიური მდგომარეობის დაძლევა ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩაკვეტაძე 2 წელი ნორმალურად თამაშს ვერ ახერხებდა. 19 წლის ქართველს ხომ მადრიდის "რეალს", "ბარსელონას" და "ტოტენჰემს" უკავშირებდნენ. ვაისმა ბრატისლავურ წარდგენაზე სწორედ ეს განაცხადა, გიო გრანდებს აინტერესებდათო.

უახლოეს სანაკრებო პაუზამდე "სლოვანი" 6 მატჩს ჩაატარებს, მათ შორის ორს კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, "ჟალგირისსა" და "პიუნიკთან". კაშიასა და კანკავასთან ერთად, საქართველოს ნაკრების ექსდამრიგებელი ვაისი ჩაკვეტაძესაც ნდობას გამოუცხადებს. სლოვაკი ცდილობს, მოთამაშისთვის იდეალური პოზიცია მოძებნოს. "ჩაკვე" "ერთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩებში ჩვენს ეროვნულ ნაკრებს კარგ ხასიათსა და ფორმაში სჭირდება.

იმდენი დადებითი და უარყოფითი რამ გავიხსენეთ, რთული დასაჯერებელია, რომ 23 წლის ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, ეს კი ის ასაკია, სადაც სინანულისა და წარსულში საუბრის დრო დაუშვებელია, წინ მომავალია...

altვაისმა ჩაკვეტაძეზე და მარცხზე კომენტარი გააკეთა

altჩაკვეტაძემ გადამწყვეტი პენალტი ვერ გაიტანა - "სლოვანი" და "ნეფთჩი" გამოვარდნენ, "ლეხი" გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 23 /
23 წლის ასაკში მართლა ყველაფერი წინაა
Winter
30 აგვისტო 2022 15:26
1
მიდი ჩაკვე, განვითარდი და მოუმატე, ჯერ კიდე ყველაფერი წინაა გვჭირდები და გვჯერა შენი!
გიონატ
30 აგვისტო 2022 13:39
2
მრავალს დაესწარი ჯანმრთელი და ბედნიერი. არ ვიცი ვის როგორ მაგრამ მე ამ ბიჭის თამაში და ბურთთან მოქცევა ყველაზე მეტად მომწონდა ვისაც კი უთამაშია და თამაშობს ნაკრებში ყველაზე მეტად! უბრალოდ ერთხელ იქნებ დროა უთხრა შენს თავს რომ ან ყველაფერი ან არაფერი სანამ დროა და ასაკი გიწყობს ხელს დაივიწყე წარსულის ტრამვა და ფსიქოლოგიურად გათიშე ეგ შიში შენს გონებაში სხვანაირად წარმატება არ მოვა სამწუხაროდ. გიორგი ალბად ბევრი ბევრ რამეს გირჩევს მაგრამ შანსს კარგავ იმ ფიქრებში რასაც რეციდივის შიში ქვია არავინ დაბრუნებულა ტრამვის შემდეგ ისევ იმ დონეზე??? კიი დაბრუნებულა და შენც დაბრუნდები თუ ფსიქოლოგიურად რკინის ნერვებს გამოჭედავ შენ გონებაში.
T.q
30 აგვისტო 2022 11:54
3
წელს ჩაკვეტაძეს რაც ვუყურე, მოედნის ხედვით და საფეხბურთო ინტელექტით აშკარად გამორჩეულია. ის ადგილზე აფეთქებები ვეღარ აქვს და ალბათ სისწრაფე დაკლებული აქვს, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ ფეხბურთს ევროპის დონეზე ვერ გაქაჩავს. თუ ფლანგზე ვეღარ ნახევარდაცვის ცენტრში მშვენივრად ითამაშებს და მგონია მისთვისაც უკეთესი იქნება შუაში შეწევა, ამისთვის ფიზიკურად უნდა გაძლიერდეს და ეგაა.
რობერტ კემბელი
30 აგვისტო 2022 13:38
1
Sulit da gulit vulocav da bevr warmatebas vusurveb!!! Rac gios unda axla aris 1-2 goli da mere swrafad gaixsneba...rac mtavaria jamrtelad ikos kvelaferi mova nelnelaa..
Givi
30 აგვისტო 2022 11:46
1
ვულოცავ დაბადებისდღეს გიოს ულევ წარმატებას ვუსურვებ და იმედი მაქვს რომ ამ სეზონში დაბრუნდება ის გიორგი იმ ფორმაში და იმ თამაშით რომელმაც ასე შეგვაყვარა თავი 2018 წლის ერთალიგიდან ყველაფერი მსაზეა დამოკიდებული და წარტმატებას ვუსურვებ კარიერაში მას კიდევ აქვს შანსი რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს.
ზურა
30 აგვისტო 2022 13:35
1
ჩაკვე აი უკვე უნდა დაიწყოს შენი აღმავლობა.
აბა შენ იცი, თვალი დაუყენე ფეხბურთის არ მცოდნეებს
ჩაკვე ნურც მუხლს დაზოგავ და ნურც ენერგიას, უფლის იმედად იყავი, მიენდე და ყველაფერი გამოგივა.
გოლი!
აბა, ღმეთი შენსკენ
თენგო
31 აგვისტო 2022 10:19
0
დიდ ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს ყენია დაემართა
rembo
30 აგვისტო 2022 11:23
44
ქვილითაიასთან შედარებით მართლა პელე გეგონათ, მართალიც იყავით, მარა მომკალით და ვერ ვიჯერებ ამის ვარსკვლავობას.. საშუალო დონესაც ვერ ქაცავდა ეხლა ხო ვაბშემც,
კ ო მ ბ ლ ე
30 აგვისტო 2022 17:28
42
საკუთარ ჟღვინტიან ბაღანებს ცხვირი მოწმინდე იუზგარ
ivan
30 აგვისტო 2022 21:26
4
წადი ბატკნები დაითვალე, რა შენი საქმეა ფეხბურთი.
გია პაპა
30 აგვისტო 2022 22:39
4
ლატვიის ყაზახსტანის და ანდორის მეფეს უნდა ეთამაშა რეალში მაგრამ სადაა სამართლიანობა.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
30 აგვისტო 2022 12:05
40
ადმინ,დაბლოკეთ რა,ეს არაკაცი!ყოველ პოსტში,ყოველგვარ ქართულზე და კარგზე,სიძულვილს და შხამს რომ ანთხევს ვერ ხედავთ?!
სოსო
31 აგვისტო 2022 02:06
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული