საფრანგეთის ლიგა 2-ის მეექვსე ტურში "მეცი" პირველი ტაიმის შემდეგ გასვლაზე "როდეზს" ამარცხებს - 3:0. დუბლი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ შეასრულა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.
მიქაუტაძის ანგარიშზე 6 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე პასია.
"როდეზის" ღირსებას ამირან სანაია და ნიკოლოზ ქუთათელაძე იცავენ, მაგრამ ისინი ამ შეხვედრის განაცხადში არ არიან.