მიქაუტაძის დუბლი და საგოლე გადაცემა - მის ანგარიშზე 4 გოლი და ამდენივე საგოლე პასია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ის მეექვსე ტურში „მეცმა“ გასვლაზე 4:1 სძლია „როდეზს“. სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა, შესვენების შემდეგ ყვითელი ბარათი მიიღო და 71-ე წუთზე შეცვალეს.

მიქაუტაძის ანგარიშზე 6 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე პასია.

"როდეზის" ღირსებას ამირან სანაია და ნიკოლოზ ქუთათელაძე იცავენ, მაგრამ ისინი ამ შეხვედრის განაცხადში არ იყვნენ.

„მეცი“ 10 ქულით მეხუთე ადგილზეა და 2 სექტემბერს „ანსის“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩემი აზრით ძალიან კარგ ადგილას არის მისი მშობლიური გუნდია ამ გუნდს კარგად მოერგო ძირითადის ფეხბურთელია გუნდის ლიდერად ყალიბდება შედეგიანად თამაშობს და წინ მთელი სეზონია ჩემპიონატის მატჩები პლიუს თასის მატჩები და ლიგა 2-ს თუ ითამაშებს მაღალ დონეზე და შედეგიანად და აშკარად კარგი სტარტი აქვს ლიგა 1 საც თავისუფლად ითამაშებს ფაქტია ჟორჟი უმატებს შედეგს დებს ვითარდება ძირითადის ფეხბურთელია და ახლა ამ სიტუაცის არევა ვფიქრობ არ იქნება კარგი ჯობია ითამაშოს ერთი სეზონი მეცში და თუ შემდეგ სეზონში მეცი ვერ გადავა დარწმუნებული ვარ თუ ჟორჟი ასე გაგრძელებს და არ შეწყვეტს გოლების გატანას სეზონის ბოლოს მაღალი დონის გუნდებიდანაც ექნება შემოთავაზებები თუ წელს ბარლნის უნდოდა მომავალ წელს უკვე პრემეირ ლიგის კარგი გუნდებიდანაც მოვიდეს შემოთავაზებები ლიგა 2-ში ფეხბურთელს აქვს ყველა პირობა იმისთვის რომ განვითარდეს მოუმატოს და დამტკიცოს თავისი შესაძლებლობები საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატია ბევრ საშუალო დონის ევროპულ ლიგას ჯობია.
ზაური
03:26 31-08-2022
1
მაგარი ხარ ძმაო მაგარი. იქნებ ამ ბოლო ორ დღეში სანამ დაიხურება მარკეტი უკეთეს ლიგაში გადავიდეს. 4 გოლი და 4 პასი 6 თამაშში მაგარია.
ლომი
01:00 31-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული