"3 მოთამაშე, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაზე უნდა დავაკვირდეთ" - უცხოური გამოცემა ხვიჩაზე წერს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, სულ მალე ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგება, მისი "ნაპოლი" 7 სექტემბერს "ლივერპულს" უმასპინძლებს.

playingfor90.com ვრცელ სტატიას აქვეყნებს და გვაცნობს 3 მოთამაშეს, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაზე თვალყური უნდა მივადევნოთ.

ხვიჩა კვარაცხელია

"A ჯგუფში ბევრი ნიჭიერი მოთამაშე იყრის თავს: ფაბიო კარვალიო ("ლივერპული"), მალიკ ტილმანი ("რეინჯერსი"), ვიქტორ ოსიმენი ("ნაპოლი"), მაგრამ ფეხბურთელი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაა. 21 წლის გარემარბი "ნაპოლის" ამ ზაფხულს შეუერთდა. პირველი 3 მატჩის შემდეგ, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ "პარტენოპეის" ლეგენდას, ლორენცო ინსინიეს იდეალურად ანაცვლებს.

პირველ ორ თამაშში
ხვიჩამ 4 გოლი გაიტანა "მონცასა" და "ვერონას" წინააღმდეგ, თუმცა საქმე მხოლოდ გატანილ გოლებს არ ეხება, აღსანიშნავია მისი აგრესიულობა ფლანგზე და ის, თუ რამდენად მოხერხებულია 6 ფუტი სიმაღლის მქონე ფეხბურთელი.

მატჩებში, რომლებიც ხვიჩას წინ ელის, აქვს შანსი, დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები და ჩემპიონთა ლიგა დიდ სცენაზე ასასვლელად გამოიყენოს. "ენფილდზე" ქართველი მიიღებს შესაძლებლობას, წარმოაჩინოს საკუთარი თავი ისე, როგორც 2020 წელს დარვინ ნუნიესმა, რომელიც ახლა "სქაუზერთა" შემადგენლობაში ირიცხება. კვარაცხელიას ტრენტ ალექსანდერ არნოლდის წინააღმდეგ მოუწევს თამაში. ინგლისელი დაცვაში არც ისე საიმედოა, ხვიჩას კი შეუძლია ამით ისარგებლოს და ინგლისური გრანდების ყურადღება მიიპყროს" - წერს გამოცემა.

მოთამაშეები, რომლებსაც ასევე უნდა დავაკვირდეთ:

გონსალო რამოსი ("ბენფიკა")

ჟოტა ("სელტიკი")

altსპალეტის წარუმატებელი ექსპერიმენტი, ხვიჩა შეცვლაზე და "ნაპოლის" დაკარგული ქულები [VIDEO]

altროგორ შეიძლებოდა მისი შეცვლა? - "ნაპოლის" გულშემატკივრები ხვიჩას თამაშს ეხმაურებიან

altsport24: ხვიჩა კვარაცხელია კოსმოსია!




მკითხველის კომენტარები / 4 /
ხვიჩას მცველები სწავლობენ და ისე ეთამაშებიან. დროა ხვიჩამაც შეისწავლოს ის მცველები,კონკრეტულად ვის წინააღმდეგაც მოუწევს თამაში, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და ისე ითამაშოს მათ წინააღმდეგ. უფრო გაუადვილდება მათი მოტყუება
გიორგი
14:27 01-09-2022
0
არამგონია ლივერპულმა ისეთი ჩაკეტილი ანტიფეხბურთი ითამაშოს, როგორც ფიორენტინა თამაშობდა. ამიტომ მეტი სივრცეები იქნება და კვარასნაირ ფეხბურთელებს ზუსტად მაღალი დონის კლუბებთან შეუძლიათ თავიანთი შესაძლეობების უფრო მეტად ჩვენება, ვიდრე ჩაკეტილ, დაცვაზე ორიენტირებულ გუნდებთან. შვედეთთან თამაში რომ გავიხსენოთ. როგორ იფრინა და რეები გაუკეთა მცველებს ალბათ გახსოვთ.
ვნახოთ რაიქნება ლივერპულთან, შეიძლება დამარცხდეს ნაპოლი მაგრამ მეტად სანახაობრივი იქნება ვიდრე სერია ა ს ჩაკეტილ გუნდებთან არის.

პ.ს ისე ხვიჩას მარტის მერე წაგება არ აქვს. ბოლოს თამაში რუბინში წააგო მარტის თვეში :) აღსანიშნავია.
ფრეს როგორ ვხვდებით და წაგების დროს ალბათ გადავუვლით, ეგ არ გვეშლება :)
Winter
13:41 01-09-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული