"3 მოთამაშე, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაზე უნდა დავაკვირდეთ" - უცხოური გამოცემა ხვიჩაზე წერს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, სულ მალე ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგება, მისი "ნაპოლი" 7 სექტემბერს "ლივერპულს" უმასპინძლებს.

playingfor90.com ვრცელ სტატიას აქვეყნებს და გვაცნობს 3 მოთამაშეს, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაზე თვალყური უნდა მივადევნოთ.

ხვიჩა კვარაცხელია

"A ჯგუფში ბევრი ნიჭიერი მოთამაშე იყრის თავს: ფაბიო კარვალიო ("ლივერპული"), მალიკ ტილმანი ("რეინჯერსი"), ვიქტორ ოსიმენი ("ნაპოლი"), მაგრამ ფეხბურთელი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაა. 21 წლის გარემარბი "ნაპოლის" ამ ზაფხულს შეუერთდა. პირველი 3 მატჩის შემდეგ, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ "პარტენოპეის" ლეგენდას, ლორენცო ინსინიეს იდეალურად ანაცვლებს.

პირველ ორ თამაშში
ხვიჩამ 4 გოლი გაიტანა "მონცასა" და "ვერონას" წინააღმდეგ, თუმცა საქმე მხოლოდ გატანილ გოლებს არ ეხება, აღსანიშნავია მისი აგრესიულობა ფლანგზე და ის, თუ რამდენად მოხერხებულია 6 ფუტი სიმაღლის მქონე ფეხბურთელი.

მატჩებში, რომლებიც ხვიჩას წინ ელის, აქვს შანსი, დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები და ჩემპიონთა ლიგა დიდ სცენაზე ასასვლელად გამოიყენოს. "ენფილდზე" ქართველი მიიღებს შესაძლებლობას, წარმოაჩინოს საკუთარი თავი ისე, როგორც 2020 წელს დარვინ ნუნიესმა, რომელიც ახლა "სქაუზერთა" შემადგენლობაში ირიცხება. კვარაცხელიას ტრენტ ალექსანდერ არნოლდის წინააღმდეგ მოუწევს თამაში. ინგლისელი დაცვაში არც ისე საიმედოა, ხვიჩას კი შეუძლია ამით ისარგებლოს და ინგლისური გრანდების ყურადღება მიიპყროს" - წერს გამოცემა.

მოთამაშეები, რომლებსაც ასევე უნდა დავაკვირდეთ:

გონსალო რამოსი ("ბენფიკა")

ჟოტა ("სელტიკი")

altსპალეტის წარუმატებელი ექსპერიმენტი, ხვიჩა შეცვლაზე და "ნაპოლის" დაკარგული ქულები [VIDEO]

altროგორ შეიძლებოდა მისი შეცვლა? - "ნაპოლის" გულშემატკივრები ხვიჩას თამაშს ეხმაურებიან

altsport24: ხვიჩა კვარაცხელია კოსმოსია!




მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოვლის მცოდნე ქართველებს წააკითხეთ როგორ ეხმაურება პრესა კვარაცხელიას თუნდაც უგოლო თამაშს. ეს დივანზე წამოწოლილი, წარუმატებელი, სრულიად უცოდინარი ხალხი რეებს წერს აქ. აბა რა ეგონა ბათუმის დინამო კი არაა და ეგეთებს რომ წერენ ეგ გონებაშეზღუდულები.
მაგ ბიჭს სერია ა თვალით არ ჰქონდა ნანახი ესპანელი და შვედი მცველები რო ათრია და თურმე მაღალი დონის მცველების წინააღმდეგ თამაში უჭირს.
ჯერ კიდე როდის წერდა ევროპული პრესა კვარაცხელიაზე და ამათმა ჩამოწერეს უკვე, ორ თამაშში ვერ გაიტანაო.
არც უყურებიათ გუშინ როგორ შემოვიდა, როგორ გაამწვავა, როგორი პასები აკეთა. სადღაც დაინახავენ ფეისბუქზე რომ გოლი არაა გატანილი და წამოესევიან ეგრევე.
ვის რაში ჭირდება ამათი გულშემატკივრობა. ჩვეულებრივი უვიცები და თან ჩასაფრებული, როგორმე თავიანთი უვიცობა გამოავლინონ
1
ხვიჩას მცველები სწავლობენ და ისე ეთამაშებიან. დროა ხვიჩამაც შეისწავლოს ის მცველები,კონკრეტულად ვის წინააღმდეგაც მოუწევს თამაში, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და ისე ითამაშოს მათ წინააღმდეგ. უფრო გაუადვილდება მათი მოტყუება
გიორგი
14:27 01-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული