ვარსკვლავებით გადაჭედილ საფეხბურთო ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა

AutoSharing Option
სერია A-ში ბევრ ვარსკვლავს არ გამოუვიდა ისეთი დებიუტი, როგორც კვარაცხელიას. გოლი და ასისტი პირველ მატჩში, დუბლი ერთ კვირაში და ხალხი უკვე ხვიჩაზე საუბრობს, როგორც ფეხბურთელზე, რომლის დახმარებითაც "ნაპოლი" დიდ წარმატებას მიაღწევს.

მუქი ყავისფერი თმა და ჯოჯოხეთი მცველებისთვის, მოედანზე ისე გადაადგილდება, როგორც პატარა აჩრდილი. ნუთუ დადგა ის დღე, როდესაც ნეაპოლელებმა თავიანთი კერპის, დიეგო არმანდო მარადონას მემკვიდრე აღმოაჩინეს? ნუთუ გაშლის ხვიჩაც ფრთებს და მისცემს გულშემატკივრებს ნათელ ოცნებებს?

კვარაცხელიას საფეხბურთო ისტორია ნორმალურ კარიერულ ტრაექტორიას სულაც არ მიჰყვება, განსაკუთრებით, თუ ევროპული გადმოსახედიდან შევხედავთ. საფეხბურთო
სკაუტები ევროპაში "ლა მასიას" მოედნებზე მოთამაშე პატარა ბიჭუნებს ათვალიერებენ, სამხრეთ ამერიკაში კი რიოს მოედნებსა და სანაპიროზე მოღიმარ ვირტუოზებს უყურებენ, რომლებსაც მსოფლიოს გაოცება თავიანთივე ნიჭით შეუძლიათ; საქართველო კი არის ადგილი, რომელსაც არც ერთი აგენტი არ სტუმრობს. ზოგადად, სპორტის ეს სახეობა ყოფილ საბჭოურ ქვეყანაში ძალიან პოპულარულია, ძალიან, თუმცა თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში თავი ვერა და ვერ დაიმკვიდრეს, მაგრამ გასული ერთა ლიგის გათვალისწინებით, ეს ქვეყანა ბევრს სასიამოვნოდ და უფრო მეტს არასასიამოვნოდ გააკვირვებს.

2017 წელს ხვიჩას დებიუტი თბილისის "დინამოში" შედგა. შემდეგ იყო "რუსთავი", იქიდან "ლოკომოტივი" და ყაზანის "რუბინი". საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატიდან უცხო გარემოში წასულ ვარსკვლავბიჭუნას ადაპტაცია ოდნავ გაუჭირდა, თუმცა ხასიათი გამოავლინა და მალევე ათამაშდა, განსაკუთრებით, "თათრების" შემადგენლობაში გადასვლის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს The Guardian-ის 60 გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელის სიაში მოხვდა და დაინტერესება, არც მეტი, არც ნაკლები, მიუნხენის "ბაიერნისგან" დაიმსახურა.

Sportall.Ge

მივყვეთ "ლოკომოტივისა" და "რუბინის" ისტორიას... მოსკოვურ გუნდში 10 მატჩი ჩაატარა, სეზონის ბოლოს კი გუნდი გამოიცვალა. როგორც მოგვიანებით გავრცელდა, იმდროინდელმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ემოციებისგან ცრემლები ვერ შეიკავა, როცა გაიგო, რომ ხვიჩა მის გუნდში აღარ ითამაშებდა.

"თვალს 15 წლის შემდეგ ვადევნებ... ჯერ კიდევ ყოველდღე მაოცებს" - განაცხადა სპეციალისტმა.

"ლოკომოტივის" შემდეგ "რუბინის" დროც დადგა, გაიტანა სადებიუტო შეხვედრაში, მიიღო მაქსიმალური ნდობა მწვრთნელისგან და L’Equipe-ის 21-ე საუკუნეში დაბადებულ გამორჩეულ ფეხბურთელთა სიაშიც აღმოჩნდა.

ნეაპოლელთათვის ყველაზე რომანტიკული საფეხბურთო ზღაპარი მანათობელი ხვიჩას კაშკაშა ვარსკვლავად გადაქცევა იქნება

2020 წელს ხვიჩა ყაზანელების ლიდერი გახდა, რუსეთის პრემიერლიგაში საუკეთესო თინეიჯერის სტატუსის მოპოვების შემდეგ კი ყურადღება ევროპის სხვადასხვა გუნდისგან დაიმსახურა, თუმცა გუნდიდან მაშინ წამოვიდა, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო, დაბრუნდა მშობლიურ საქართველოში, ბათუმის "დინამოს" შემადგენლობაში მშვენიერი მატჩები შემოგვთავაზა და გეზი ნეაპოლისკენ აიღო.

Sportall.Ge

სანამ იტალიურ კარიერაზე ვისაუბრებთ, მსოფლიოს საკვალიფიკაციო და ერთა ლიგის მატჩები გავიხსენოთ, მშვენიერი გოლები ესპანეთთან და საბერძნეთთან, დუბლი მრისხანე შვედეთთან, შორეული გასროლა მაკედონიასთან და ელეგანტური თავზე გადაგდება გიბრალტართან - ახალი ვარსკვლავი ვარსკვლავებით გადაჭედილ საფეხბურთო ცაზე სწორედ მაშინ დაიბადა.

ნეაპოლელებმა ზაფხულში კულიბალი, მერტენსი და ინსინიე გაუშვეს. გულშემატკივრებმა საკუთარი გუნდის ძალების რწმენა დაკარგეს, თუმცა გუნდში ქართველი დიდოსტატი ჩამოვიდა და ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა, ამხანაგურ და სადებიუტო შეხვედრაში გაშალა ფრთები და მთელი მსოფლიო თავისი საფეხბურთო მანერებით მოხიბლა.

"მან იცის მოწინააღმდეგის კარის აღების სტრატეგია. ურტყამს როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფეხით" - განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ. სპეციალისტმა ისიც თქვა, რომ ჯერ კიდევ დიდი წნეხის ქვეშ თამაშობს და ნამდვილ ხვიჩას მაშინ ვიხილავთ, როცა ზეწოლა მოეხსნება.

შემდეგ წამოვიდა შედარება ახალგაზრდა მოჰამედ სალაჰთან, მოწოდებები "ლივერპულისკენ", რომ "ეგვიპტელი ფარაონის" შემცვლელი უკვე ნეაპოლშია და გამოცდილებას ისრუტავს, ეს შანსი კი ხელიდან არ უნდა გაუშვან...

შემდეგ იყო გუნდის 2 ნაკლებსანახაობრივი მატჩი "ფიორენტინასთან" და "ლეჩესთან". "იებთან" ქართველმა ლოზანოს ჩინებული პასი გაუკეთა, თუმცა მექსიკელმა მიზანს ვერ მიაღწია...

ბოლოს "კვარა" რომის "ლაციოს" ესტუმრა... არ შემდგარი 2 მატჩის შემდეგ ხვიჩა მოედანზე როგორც სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი ისე წარსდგა და მინიჭებული სტატუსიც ასმაგად გაამართლა, დიდებული მოძრაობები, დრიბლინგი მაღალ სისწრაფეზე, შორეული გასროლა და რაც მთავარია უმნიშვნელოვანესი გოლი...

და მაინც, ვინ არის "კვარადონა"? შესწევს მოღიმარ ბიჭუნას ნეაპოლური დიდების უკან დაბრუნება? შეძლებს დიეგო არმანდო მარადონას მოედანზე საფეხბურთო სპექტაკლების გამართვას? ამას ერთად ვნახავთ... ამის შანსი მართლაც რომ ძალიან დიდია...

მომზადებულია theboar-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 34 /
Ნეტა ინსინიე თუ ახსოვს ვინმეს უკვე ნეაპოლში? :D აბა იტალიელის შეცვლა გაუჭირდება ხვიჩასო რომ გაჰკიოდნენ ექსპერტები?რაც ინსინიემ წინა სეზონში გააკეთა,ხვიჩამ მაგდენი 4 მატჩში მოახერხა.
Მეზღვაური
05 სექტემბერი 2022 15:25
0
ნამდვილად საამაყო ქართველია ხვიჩა.

გაახარა თავისი ბედკრული სამშობლოს შვილები.
las
05 სექტემბერი 2022 13:31
1
Getanxmebi dzmao sadgaa iseti varskvlavtcvena 80-90 wlebshi rom iko?! Lamis 20 celia ori kaci igebs oqros burts(Ronaldo da mesi),fexburti gauferulda adre martla saocari sakurebeli iko msoflios tu evropis chempionatebi exla ki ra gitxrat 1-0 rom moigebs brazilia,Argentina,germania...da msgavsi gundebi meore dges presa achrelebulia ra magrad itamashes da moigesoo...kvela karg nakrebs minimum 2-3 kvarasavit efeqturi fexburtelebi kavda romeltac siamovnebit vukurebdit. ...da kidev mcvel kulibalishi rom 50 millions gadaixdi ra egireboda axla netavi bekenbaueri,shirea,barezi,tu gindat xurcilava an chivadze???meuxerxyleba kidec kulibalistan amati shedareba...
Givi
05 სექტემბერი 2022 12:56
0
"არ ვიცი რა აქვს ამ ბიჭს ასე­თი, სა­ოც­რად მი­ზი­დავს, გარ­და იმი­სა, რომ სა­ო­ცა­რი ფეხ­ბურ­თე­ლია, თა­ვი­სი აუ­რით გი­პყრობს და თავს გაყ­ვა­რებს"-იატლიელი გულშემატკივარი!მგონი ეს ყველაზე ზუსტი განმარტებაა ხვიჩას ფენომენის
რობი
05 სექტემბერი 2022 12:55
0
ჩემი აზრით დღევანდელი საფეხბურთო ცა საერთოდ არ არის გადაჭედილი ვარსკვლავებით ბევრი ფაქტორი გამო, არ არის ისეთი თაობა როგორც ზიდანის დროს იყო და ფეხბურთიც ძალიან შეიცვალა, ძალიან ცოტა არიან ინდოვიდუალისტები, ხვიჩა არის ერთ ერთი მათგანი და მალე მაგ ცაზე მოწინავე პოზიციებზე იქნება
მ.კ.
05 სექტემბერი 2022 11:12
1
მართლაც რას ნიშნავს გამოცდილი მწვრთნელის თვალი ! 2 წლის წინ სიომინმა და სლუცკიმ რომ თქვეს ამ ბიჭს განვითარების ჭერი(პატალოკი) არა აქვსო მაშინ გამეცინა --ანუ ეს თუ მართალია მესის და რონალდუს ვინ ჩივის პელეს და მარადონას უნდა აჯობოს მეთქი ! და გავიდა 2 წელი და იგივეს ამბობენ უკვე ცნობილი იტალიელი სპეციალისტებიც napoli24-ის გადაცემებში ! ღმერთს ერთ რამეს ვთხოვ--ამ ბიჭს ტრავმები აარიდოს ! შრომა მაგას არ ეზარება და აგერ ვნახავთ 15-17 წლის მერე ხვიჩას 5-6 ოქროს ბურთით სხვა უამრავი პრიზებით და ფეხბურთის ახალი მეფის ტიტულით !!!
zura222
05 სექტემბერი 2022 10:30
3
ერი სიამაყე ხარ ხვიჩა
gio
03 სექტემბერი 2022 11:33
2
ხვიჩას ახლა სასწრაფოდ ნაკრებში თამაში ჭირდება. საკუთარი ეგოს ბოლომდე საპოვნელად. რომ იგრძნოს შინაური გარემო. ნახავთ სექტემბრის სანაკრებო თამაშების მერე იტალიაში რა დღეში შეიყვანს მცველებს. ღმერთი შენსკენ ჩვენო იმედო.
roma bejanidze
03 სექტემბერი 2022 08:32
2
რამდენიმე წუთის წინ სერია ა მ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა ხვიჩა და ფრთხილად მიიღეთ ეგ ინფორმაცია, გულები არ გაგისკდეთ, ვინც ფიორესთან უგოლო თამაშის გამო ლანძღავდით :))
იმ ჩემპიონატში, სადაც ვარსკვლავები თამაშობენ, გუშინდელი მისული პატარა ბიჭი სახელდება საუკეთესოდ.
მიდით აბა ანთხიეთ ბოღმები!!
სერია ა ს გვერდზე შევარდნები არ დაგავიწყდეთ, ხვიჩას ნუ აპიარებთ, ჯერ არაფერი ფეხბურთელი არააო, ეგეც მიუწერეთ. წარმატებები!
Winter
02 სექტემბერი 2022 16:09
1
ჩემპიონატში სადაც დიმარია დიბალა ლუკაკუ ჯეკო ბარელა მარტინესი და სხვა მაგარი და 100 მილიონამდე ღირებულების ფეხბურთელები თამაშობენ.ასეთი აღიარება ძან მაგარიაა.რაც შეეხება სალჰს ხვიჩა 10 ჯერ მეტი დიდი ფეხბურთელია.ამას ადსტურებს თუა რ ვცედწბი რომას დირექტორის ხუმრობა.ალბათ ინგლისში უფრო დიდი კარებები აქვთო:)))მას იტალიაში არაფერი გამოუვიდა.ხვიჩამ 3 თამში დააწერინა პრესას ის რაც სალჰმა მთელი წელი ვერ შეძლო იტალიაში
მოსეხონელი
03 სექტემბერი 2022 05:55
2
ჯერ არაფერი ფეხბურთელი არ არის იმასთან შედარებით,რაც მერე იქნებაო!!!ეგრე იქნება თორემ ხვიჩაზე აუგს ,ეგენი როგორ იტყოდნენ.
პ.ს.ვხუმრობ,მეც არ გამლანძღოთ!
ვულოცავ ხვიჩას,მაგრამ ამის შემდეგ,გაათმაგებული ყურადღების ქვეშ იქნება და კიდევ უფრო შეუზღუდავენ სივრცეებს.ასე რომ მომავალში მასაც კიდევ უფრო მეტად მონდომება დასჭირდება.თუ თამაშიც არ გაამრავალფეროვნა,სულ უფრო მეტად გაუჭირდება,რადგან მის თამაშს შეისწავლიან და წინასწარ მოემზადებიან.ღმერთმა ქნას და ხვიჩამ,რომ მისი ახლანდელი თამაში,ჯერ არაფერი იყოს,იმასთან შედარებით,ვიდრე მერე იქნება.
სოსო
02 სექტემბერი 2022 23:49
1
ყველა გამოხმაურება
შეძლებს!
T.q
02 სექტემბერი 2022 15:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული