3 სექტემბერს, სერია A-ს მეხუთე ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ლაციოს" დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის ჰკითხეს, რით ახსნის პირველ ორ შეხვედრასთან შედარებით ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიანობის მხრივ ვარდნას.
"ეს ნორმალურია და დიდად დამოკიდებულია მეტოქის სიძლიერესა და მის მდგომარეობაზე. კვარა სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა, ჩვენს ფეხბურთთან ადაპტაცია და ცოტა მიჩვევა სჭირდება. ამ პერიოდში დიდ ენერგიას ხარჯავს, მაგრამ ეს ეტაპი გაივლის და მალე ყველაფერი წესრიგში იქნება. ჩვენ ვიცით, რა როგორ უნდა გავაკეთოთ".