სპალეტი: კვარა სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა და მალე ყველაფერი წესრიგში იქნება

AutoSharing Option
3 სექტემბერს, სერია A-ს მეხუთე ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ლაციოს" დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის ჰკითხეს, რით ახსნის პირველ ორ შეხვედრასთან შედარებით ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიანობის მხრივ ვარდნას.

"ეს ნორმალურია და დიდად დამოკიდებულია მეტოქის სიძლიერესა და მის მდგომარეობაზე. კვარა სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა, ჩვენს ფეხბურთთან ადაპტაცია და ცოტა მიჩვევა სჭირდება. ამ პერიოდში დიდ ენერგიას ხარჯავს, მაგრამ ეს ეტაპი გაივლის და მალე ყველაფერი წესრიგში იქნება. ჩვენ ვიცით, რა როგორ უნდა გავაკეთოთ".

მკითხველის კომენტარები / 19 /
შეიძლება მაღალი დონის ჩემპიონატებში აქამდე არ უთამაშია მაგრამ ეგ არ ეტყობოდა ესპანელ, ბერძენ, შვედ მცველებთან.
არცერთ ასპექტში არ დაჩაგრულა მათ წინააღმდეგ. ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ერთ-ერთი საუკეთესო იყოს..
რა შუაშია სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა, დებიუტშივე იფრინა და ბოლო ორ თამაშში გოლები თუ ვერ გაიტანა თანაგუნდელებს მოჰკითხონ, ხელი რომ შეუშალეს ყველანაირად.
1
მეორე კაცი ახლოს უნდა ათამაშო ხვიჩასთან, რომ მეტი გაგრძელების საშუალება ჰქონდეს და უნდა მოამარაგო პასებით.
დიმო
00:07 03-09-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული