"100 ჯერ უკეთესი, ვიდრე ინსინიე" - "ნაპოლის" ქომაგები კვარას თამაშს აფასებენ

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა შემოგვთავაზა და "ლაციოსთან" თავი გატანილი გოლით გამოიჩინა, რომაული გუნდის მცველებს ქართველის შეჩერება ძალიან უჭირდათ. 

"ნაპოლის" ქომაგები სოციალურ ქსელში "კვარასადმი" აღფრთოვანებას ვერ მალავენ, გთავაზობთ კომენტარებს:

"ვულოცავ საქართველოს, თქვენ მისი სახით ნაკრებში ნამდვილი მონსტრი გყავთ, რომელიც რამდენიმე წელში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება".

"სამწუხაროდ სპალეტი ისევ ცვლის, ახალგაზრდა მოედანზე უფრო ხშირად უნდა იყოს".

"ეს ქართველი ბიჭი მაგიჟებს"

"კვარას" თამაშის სტილი იოჰან კრუიფისას ძალიან ჰგავს"

"ფენომენი საქართველოდან, სახელად ხვიჩა კვარაცხელია"

"მარადონას შემდეგ, ის "ნაპოლის" ლეგენდა გახდება"

"ეს ბავშვი მონსტრია!"

"თვის მოთამაშე, სეზონის მოთამაშე და წლის მოთამაშე"

"ნეაპოლში ახალი მარადონა ჩამოვიდა და სიგიჟეებს სჩადის"

"ინსინიეს ხასიათი არასდროს ჰქონდა, "კვარა" 100-ჯერ უკეთესია".

"დიდებული ტალანტი, სერია A უკეთესი გახადა"

ხვიჩას "ნაპოლიმ" ამ გამარჯვებით 11 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში კვლავ პირველ პოზიციაზეა, მომდევნო ტურში "პარტენოპეი" საშინაო კედლებში "სპეციას" მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
და ნაპოლი თვითონ რომ გახადოს ტოპ კლუბი, იქ ითამაშოს და მოიპოვოს საკლუბო ტიტულები უფრო მეტი დაფასება და სიყვარული არ ექნება გულშემატკივრებისგან? სპალეტიმ იცის რა ბრილიანტიც ყავს გუნდში და ამიტომაც უფრთხილდება და ასაკის შესაბამისად ტვირთავს,გუნდის საჭიროებების შესაბამისად.ულევი ჯანმრთელობა და წარმატებები!!!
ნუკრი
17:14 05-09-2022
0
ვიღაც გამოქლიავებულმა იუტუბზე დაწერა კომენტარი (ნაპოლი-ლაციოს ვიდეოზე) აუ ნეტა ეს "ბალოტელია"(?) არგენტინელი რატო არ არისო რა კარგი იქნებოდა არგენტინისთვის მაგარი მოთამაშე იქნებოდაო. გესმით, კვარაცხელიაზე წერს მაგრამ ისეთი ბლაგვი დაბოლილი რომ "ბალოტელიაო" დაწერა... თან ნეტა არგენტინელი რატო არ არისო. და თან ხალხი ვერ ხვდება ვერ მოდიან აზრზე რომ კვარაცხელიას გულისხმობს, იმდენად ბლაგვად უწერია. Why don't this guy balotelia was not an argentine he will be such a great player for artina
ბალოტელი არა მამადუ ნიანგი რაის ბალოტელია... ეს ტიპი უნდა მოვძებნოთ და დავაჯილდოვოთ იმენა რეკორდი მოხსნა ისეთი ბლაგვია
canister
01:01 05-09-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული