"როგორ აღმოვაჩინეთ კვარაცხელია?" - "ნაპოლის" დირექტორი ხვიჩაზე საუბრობს

AutoSharing Option
"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ რადიო Kiss Kiss Napoli-ს ეთერში სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

ჯუნტოლის თქმით, ნეაპოლური კლუბის მესვეურები "კვარას" დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ და მის შესაძენად შესაფერის მომენტს ელოდებოდნენ.

"როგორ აღმოვაჩინეთ ხვიჩა კვარაცხელია? მას დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით. უბრალოდ, რუსული გუნდი დიდ თანხას ითხოვდა. ამიტომ შანსს ველოდებოდით. რუსეთ-უკრაინის ომმა სიტუაცია შეცვალა და ასეთი მოთამაშის გუნდში მოყვანა უფრო იაფად შევძელით. გარიგება სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე დიდი ხნით ადრე შევათანხმეთ" - განაცხადა ჯუნტოლიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლი" მომდევნო მატჩს ხვალ,
ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

alt"დედა, მამა, მე კვა­რა­ს­ექ­სუ­ა­ლი ვარ..." - იტალიელი გულშემატკივრების ხუმრობა

altფაბიო კაპელომ ხვიჩა კვარაცხელია შეაქო

altვარსკვლავებით გადაჭედილ საფეხბურთო ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა

მკითხველის კომენტარები / 14 /
75 მილიონი არ დაგენანათ გუშინ გამოჩეკილ ნიგერიელში და 20 თუ 25 მილიონი რატომ გეძვირთათ? :დდდ
ბრაი
14:47 06-09-2022
2
ეს ომი რომ არა არც არავინ გადაიხდიდა იმ თანხას რასაც ითხოვდა რუბინი და მერე როგორც ასათიანი აშვეთია ანანიძე ბაცნობი სურათით განვითარდებოდა მოვლენები
Soso
12:00 06-09-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული