"ის გუნდს რაღაც სხვას, განსაკუთრებულს სძენს" - ცნობილი საფეხბურთო ექსპერტები ხვიჩას თამაშს ეხმაურებიან

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ნაპოლიმ" "ლივერპულს" უმასპინძლა და 4:1 გაანადგურა.

გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, ქართველმა "სქაუზერების" წინააღმდეგ შედეგიანი გადაცემა მიითვალა და რამდენიმე ეფექტური მომენტი შემოგვთავაზა.

საფეხბურთო ლეგენდები "კვარასადმი" აღფრთოვანებას ვერ მალავენ, გთავაზობთ მათ კომენტარებს:

"გარდა იმისა, რომ "ნაპოლიმ" დიდი ანგარიშით მოიგო, არ უნდა დაგვავიწყდეს გაცუდებული თერთმეტმეტრიანი, კვარაცხელიამ "ლივერპულის" მარცხენა ფლანგი უბრალოდ ჩამოშალა და მე-3 გოლი მისი დამსახურებით გავიდა" - მაიკლ ოუენი.

"აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ "პარტენოპეიმ" ამ ზაფხულს ბათუმის "დინამოდან" ხვიჩას შესაძენად მხოლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადა"
- ფაბრიციო რომანო.

"რა ჰქვია ამ ბიჭს? "კვარადონა". მან დღეს "ლივერპულს" საკუთარი ადგილი მიუჩინა. რა თქმა უნდა, ძალიან ტექნიკურია, მაგრამ გულშემატკივრებს მხოლოდ ამის გამო არ უყვართ, ის გუნდს რაღაც სხვას, განსაკუთრებულს სძენს" - ტიერი ანრი.

"საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელია. მისი თამაში უქმეებზე "ლაციოს" წინააღმდეგ ვნახე. შესანიშნავი იყო. მის წინააღმდეგ თამაში ისეთივე რთულია, როგორც მისი გვარის წარმოთქმა" - გარი ლინეკერი.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მომდევნო შეხვედრას 10 სექტემბერს, "სპეციას" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

altხვიჩას ჩინებული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "ლივერპული" დაჯაბნა [VIDEO]

altხვიჩას დიდებული საგოლე პასი - "ნაპოლი" "ლივერპულს" 3:0-ით ამარცხებს [VIDEO]

altწინ ხვიჩა, დიდებისკენ მიმავალი გზა ახლა იწყება...








მკითხველის კომენტარები / 15 /
ტიერი ანრიმ ხვიჩაზე ასე თქვა ბოლოს რომ (მესამე გოლის მერე ხვიჩამ რაღაც ჟესტი რომ გააკეთა კამერას რომ შეხედა ყურებზე ხელები რომ შემოიწყო ეგ სურათი აჩვენეს სტუდიაში და) შეუძლია იბლატაოსო ეხლა. ხო, ასე თუ ითამაშებ შეგიძლია იბლატავო კიდევაცო (You can be cocky- შეგიძლია იმამლაყინწო). ძმაოო რა, ჩვენებურად რო დავაყოლოთ აი ეგრე იგულისხმა. ჯერ ხვიჩას თამაში მომენტები განიხილა და ბოლოს ასე დააყოლა. ასე უბრალოდ და ჯიგრულად თქვა. კლინტ დემფსიმ კი (მაგარი როჟაა) იგივე სტუდიაში ჯეიმი კარაგერს "კარადონა" დაუძახა ხუმრობით და გაიცინეს, მე არ გავარჩევ ამ თემას აგერ კარადონამ გაარჩიოსო. და ა.შ. ასე რომ, ასე აქებენ და ასე ლაპარაკობენ ხვიჩაზე ასეთი ლეგენდები და ცნობილი სახეები სერიოზული ხალხი. ნახეთ იუტუბში ტიერი ანრის დემოსის კარაგერის გარჩევა ნაპოლი-ლივერპულის თამაშის
CBS Sports
08 სექტემბერი 2022 13:49
0
ხო ანრი კარგი გაგებით თქვა რომ თავხედობა შეგიძლიაო კვარაზე
Zviado
09 სექტემბერი 2022 00:44
0
კლოპ! გადადექი!
გია
08 სექტემბერი 2022 14:15
4
ლივერპულს ქართველებთან ძალიან უჭირს! :)
გიორგი 11
09 სექტემბერი 2022 15:46
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული