"ის გუნდს რაღაც სხვას, განსაკუთრებულს სძენს" - ცნობილი საფეხბურთო ექსპერტები ხვიჩას თამაშს ეხმაურებიან

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ნაპოლიმ" "ლივერპულს" უმასპინძლა და 4:1 გაანადგურა.

გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, ქართველმა "სქაუზერების" წინააღმდეგ შედეგიანი გადაცემა მიითვალა და რამდენიმე ეფექტური მომენტი შემოგვთავაზა.

საფეხბურთო ლეგენდები "კვარასადმი" აღფრთოვანებას ვერ მალავენ, გთავაზობთ მათ კომენტარებს:

"გარდა იმისა, რომ "ნაპოლიმ" დიდი ანგარიშით მოიგო, არ უნდა დაგვავიწყდეს გაცუდებული თერთმეტმეტრიანი, კვარაცხელიამ "ლივერპულის" მარცხენა ფლანგი უბრალოდ ჩამოშალა და მე-3 გოლი მისი დამსახურებით გავიდა" - მაიკლ ოუენი.

"აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ "პარტენოპეიმ" ამ ზაფხულს ბათუმის "დინამოდან" ხვიჩას შესაძენად მხოლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადა"
- ფაბრიციო რომანო.

"რა ჰქვია ამ ბიჭს? "კვარადონა". მან დღეს "ლივერპულს" საკუთარი ადგილი მიუჩინა. რა თქმა უნდა, ძალიან ტექნიკურია, მაგრამ გულშემატკივრებს მხოლოდ ამის გამო არ უყვართ, ის გუნდს რაღაც სხვას, განსაკუთრებულს სძენს" - ტიერი ანრი.

"საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელია. მისი თამაში უქმეებზე "ლაციოს" წინააღმდეგ ვნახე. შესანიშნავი იყო. მის წინააღმდეგ თამაში ისეთივე რთულია, როგორც მისი გვარის წარმოთქმა" - გარი ლინეკერი.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მომდევნო შეხვედრას 10 სექტემბერს, "სპეციას" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

altხვიჩას ჩინებული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "ლივერპული" დაჯაბნა [VIDEO]

altხვიჩას დიდებული საგოლე პასი - "ნაპოლი" "ლივერპულს" 3:0-ით ამარცხებს [VIDEO]

altწინ ხვიჩა, დიდებისკენ მიმავალი გზა ახლა იწყება...








მკითხველის კომენტარები / 15 /
ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები, როგორებიც არიან ოუენი, ანრი და ლინეკერი როცა ასე დაგაფასებენ და ეგეთ რაღაცეებს იტყვიან, მართლაც სერიოზული აღიარებაა!
სიმართლე
08 სექტემბერი 2022 11:31
1
ოუენი, ენრი, ლინეკერი, იმ დღეს ბენიტესი და დელ პიერო. ავიდა ცაში ხვიჩია.
მთავარია ეხლა თავში არ აუვარდეს და შრომა გააგრძელოს, გუშინ ფანტასტიური მატჩი იყო, მაგრამ კიდევ შეუძლია მომატება, დარბაზიდან არ უნდა გამოვიდეს და ფიზიკა უნდა მოუმატოს, გამოცდილებაც დაემატება და ეგაა.
მეგრელი
08 სექტემბერი 2022 11:29
1
კვარამ საქართველოს ნეაპოლი შეაყვარა, და ნეაპოლს საქართველო!
Kvara is on fire! Liverpool is terrified!
Kvara is on fire! Liverpool is terrified!
Kvara is on fire! Liverpool is terrified!
whoh! ALALALALA LAALA LA LAALA LA LALAA
ირაკლი
08 სექტემბერი 2022 12:04
0
ამ პატარა ბიჭმა გუნდს კი არა ქვეყანას შესძინა რაღაც განსაკუთრებული. ერი და ბერი გააერთიანა და ყველა იმედის თვალით შევყურებთ. ხვიჩა არის ჩვენი სიამაყე და ის საქართველოსია. სასაცილოა თუ როგორ ეწებებიან ძალით პოლიტიკოსები ხვიჩას ან ვინ ყავთ პიარ მენეჯერები, ურჩიონ ვმაიინც რომ, მთლად თავს ნუ იბანძებენ. ხვიჩას დღეს მეტი რეიტინგი აქვს და ხალხის ულევი სიყვარული ვიდრე მათ ყველას ერთად აღებულს. ღმერთი გფარავსეს ჩვენო იმედო. მთელი საქართველო იმედის თვალით შემოგცქერით.
gio
08 სექტემბერი 2022 15:59
1
პატარა საქართველოს დიდი სიხარული - აი ვინ ხარ შენ.
ირო ორდა, ჯგირო ორდა
08 სექტემბერი 2022 13:59
1
მომავალ წელს ველოდებით ტურისტებს ნეაპოლიდან!!!!!!!!!
!!!!!!!!!!!!!!!
08 სექტემბერი 2022 12:10
2
ლივერპულის ვარსკვლავებით გადატენილ გუნდს რომ აფორთხიალებ მაგარი ხარ აბა რა ხარ! არავის გაგვიკვირდა აქ საქართველოში, სანაკრებო დონეზე ესე აცურავებდა მცველებს და საქართველოს ნაკრებისგან განსხავებით საკლუბო დონეზე უფრო ადვილია მაღალ დონეზე თამაში, როცა უმაღლესი დონის გუნდელები გყავს. მცველი შემეცოდა რა დღეში ჩააგდო და ფაბინიო მოედნის ცენტრში პატარა ბავშვით აცურავა.
zaza
08 სექტემბერი 2022 11:16
0
ვირჯილი გაერიდა და ხელები გაასავსავა იმათ ყურებაში. DDD

https://twitter.com/i/status/1567614847222677505
G.LA
08 სექტემბერი 2022 12:08
0
ტიერი ანრიმ ბევრად მეტი Თქვა და ბევრად კარგი Შეფასება გააკეᲗა კვარას ᲗამაᲨის, მᲗელი 2 წუᲗი მარტო ხვიᲩაზე ლაპარაკობდა. იმდენად ამაყი ვიყავი რომ ცრემლები ვერ Შევიკავე 35 წლის კაცმა. ანრი, მარცხენა ფლანგის და ცენტრის მეფე რომ ასე გვიფასებს ხვიᲩას, უბრალოდ არანორმალურად საამაყოა.
ბექა
08 სექტემბერი 2022 13:14
1
Arsad ar unda wavides,kai mwvrtneli,kai gundi,gulshematkivari fantastikuri da kvaradonad agiareba.napoli did shedegebs dadebs.aset rames zogi verc inatrebs.
Gia
08 სექტემბერი 2022 11:56
0
ვეოლოდები კლოპის სგან კვარას ყიდვის მცდელობებს.
იმერელი
08 სექტემბერი 2022 11:05
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული