ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "ნაპოლიმ" "ლივერპული" 4:1 დაამარცხა. მიუხედავად ვერგატანილი გოლისა, "კვარა" მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ჩვენებურზე ამჯერად numero-diez-ი წერს:
"ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. ქართველმა შემტევმა ბრიტანელების დაცვაში პანიკა დანერგა, ჯოვანი სიმეონეზე გაკეთებულმა ასისტმა კი მშვენიერი თამაში დააგვირგვინა. სერია A-ს ახალი სეზონის დაწყებისთანავე ნეაპოლელებმა კვარაცხელია ოლიმპოს მთის მწვერვალზე აიყვანეს. დაიწყო შედარებები ლორენცო ინსინიესთან, რომელიც გასულ წელს "კვარას" პოზიციაზე თამშობდა".
"ნაპოლის" 77-ე ნომერზე თავისი აზრი ნეაპოლელმა ჟურნალისტმა მიმო მალფიტანომ გამოთქვა:
"ხვიჩა 2-3 ინსინიე ღირს. ლორენცოს ყოველთვის ვგულშემატკივრობდი, კარგი ფეხბურთელი იყო,
მაგრამ არა ჩემპიონი".
მიმოს აზრი მისმა კოლეგამ, პაოლო დელ ჯენიომ გაიზიარა:
"არ გავექცევი ამ პასუხს, ინსინიე შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა ვფიქრობ, რომ ხვიჩა სპალეტის "ნაპოლისთვის" ბევრად უკეთესი იქნება. ქართველი ფიზიკურად ძალიან ძლიერია და მაგარი დრიბლინგიც აქვს".