"მეტი სპორტული მოედანი უნდა გავაკეთოთ, რათა მეტი კვარაცხელია გავუზარდოთ ქვეყანას" - კახა კალაძე

AutoSharing Option
კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა:

"რაც შეიძლება მეტი სკვერი, რეკრეაციული სივრცე თუ სპორტული მოედანი გავაკეთოთ, რათა მეტი ხვიჩა კვარაცხელია, მეტი წარმატებული ადამიანი გავუზარდოთ ჩვენს ქვეყანას".

შეგახსენებთ, "კვარამ" "ნაპოლის" შემადგენლობაში არასრულ 6 მატჩში თავი 4 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ბაზები და აკადემიებია აუცილებელი, ასევე უბნის ფეხბურთის გასაცოცხლებლად მცირე მოედნები ყველა უბანში. აკადემიები რაც უფრო მეტი იქნება მით ნაკლები ეღირება საბაზრო პრინციპით სწავლა. უნდა გაიგონ მავანმა ხალხმა, რომ მდიდრისგან დიდი ფეხბურთელი ნაკლებად გამოვა. ღარიბი ფენიდან ნიჭიერი ახალგაზრდების მოზიდვაა საჭირო და არა გადასახადებიდან შემოსულ ფულზე მუქთახორებისთვის ხელფასის გადახდა.
ლაშა
10:46 10-09-2022
0
მარტო სპორტული მოედნებით ვერ გაუზრდი. მთავარი მენტალობა და პიროვნული აღზრდაა.
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული