"იუნაიტედის" გულშემატკივრის ემოცია ხვიჩას ასისტზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ლივერპულთან" ხვიჩას მშვენიერი ასისტის გაკეთების შემდეგ სოციალურ ქსელში ვიდეოები ვირუსულად ვრცელდება.

ედვინ კასტრო "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარია. ცნობილი გულშემატკივარი "ტიკ-ტოკზე" აქტიურობით გახდა.

"წითელი ეშმაკების" ფანი თამაშებს პირდაპირ ეთერში უყურებს და კომენტარსაც აკეთებს. ჰყავს 614 000-ზე მეტი გამომწერი.

ამჯერად ედვინმა "ლივერპულის" წინააღმდეგ ხვიჩას ასისტი ნახა და რეაქციამაც არ დააყოვნა.

"ეს ისაა? ეს ისააა? დიახ!" - თქვა კასტრომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" მერსისაიდელები 4:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამარჯვება იზეიმა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ჯერ დასაწყისია... მალე ვნახავთ, რეალის, ბარსელონას, ბაიერნის და აშშ გრანდების გულშემატკივრებს, კვარას თამაშიდან გამომდინარე, გაცილებით უფრო გაკვირვებულებს და გადარეულებს.
ვახო...
17:24 09-09-2022
0
თუ ჩვენი რომელიმე კლუბი,რაიმე წარმატებას მიაღწევს,საერთაშორისო არენაზე,მთელ საქართველოს გულშემატკივრებს და ფეხბურთელებს გვიხარია.მანდ კი,ლივერპულის განადგურება (ეს მესამე გოლის მომენტი იყო) როგორ გაუხარდა.ინგლისი დიდი,მრავალრიცხოვანი ქვეყანაა და მათი მენტალიტეტი,ჩვენისთანა პატარა ერისათვის,სრულიად მიუღებელია.მათი ყველა ფასეულობის უკრიტიკო მიღება,ჩვენთვის დამღუპველია და დროა ეს ყველამ შევიგნოთ.
სოსო
16:14 09-09-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული