მატჩის დღე! ხვიჩას ჯილდოს გადასცემენ და ტურს გახსნის

AutoSharing Option
ევროპულ ფეხბურთში რომ მსოფლიოს ჩემპიონატის გამო დატვირთული კალენდარია, კარგად მოგეხსენებათ. მომავალ კვირაში ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტური უნდა ჩატარდეს, მანამდე კი გუნდებს შიდა ჩემპიონატის მატჩები უწევთ. დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების გამო ინგლისის პრემიერლიგის შეხვედრები გადაიდო.

მშვენიერ ფორმასა და ხასიათზე მყოფი ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" იტალიის სერია "ა"-ს მე-6 ტურს გახსნის. ნეაპოლელები "სტადიო მარადონაზე", სადაც რამდენიმე დღის წინ "ლივერპული" დიდი ანგარიშით (4:1) დაამარცხეს, "სპეციას" დაუხვდებიან. ლუკა გოტის გუნდი საკმაოდ ბრძოლისუნარიანია. მათ 5 მატჩის შემდეგ ამდენივე ქულა აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ ლუჩანო სპალეტის წინაზე განხორციელებული
როტაცია ჩაუვარდა, მაინც მოსალოდნელია, რომ ის ლივერპულელებთან რთული მატჩის შემდეგ და "რეინჯერსთან" სტუმრობის წინ შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს მიმართავს. საინტერესოა, ხვიჩა კვარაცხელიას (რომელსაც სერია ა-ს აგვისტოს თვის ფეხბურთელის ჯილდოს საჯაროდ გადასცემენ) სასტარტოში რამდენად ვიხილავთ. მას მწვრთნელი დასვენების საშუალებას მოედნიდან ადრე გაყვანით აძლევს და ძირითად შემადგენლობაში უნდა მოვიაზროთ. მოგეხსენებათ, ფორვარდი ვიკტორ ოსიმენი წინა მატჩში ტრავმის გამო ნაადრევად შეცვალეს და მას საკმაოდ ხანგრძლივი (30-40 დღე) იძულებითი დასვენება მოუწევს.

Sportall.Ge

"სპეცია" 3-5-2 ტაქტიკით გამოდის და დაცვით ხაზში საკმაოდ ხისტად თამაშობს. 22 წლის შვედი ემილ ჰოლმი, რომელიც მთელ მარჯვენა ფლანგს იბარებს, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას მეურვეობა დასჭირდება, წინა ორ ტურში გააფრთხილეს და არც 28 წლის განელის, ემანუელ გიასის გამოჩენაა გამორიცხული. რაც შეეხება მარჯვენა ცენტრალურ მცველს, ამ პოზიციაზე ძირითადად, 23 წლის ბულგარელ პეტრო ხრიაკოვს ვაწყდებით. გუნდშია "ჩელსის" ყოფილი უკანახაზელი ეთჰან ამპადუ. "სპეციაში" ცოტა ხნის წინ "მილანიდან" იჯარით პაოლო მალდინის შვილი, დანიელი გადავიდა, თუმცა 20 წლის ფორვარდი ტრავმირებულია და რამდენად მოახერხებს მომჯობინებას, რთული სათქმელია.

"ნაპოლისა" და "სპეციას" შეხვედრა დღესს, 10 სექტემბერს, თბილისის დროით საკმაოდ ადრე, 17:00 საათზე (სხვათა შორის, მანამდე 1 საათით ადრე გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "რაიოს" ესტუმრება) დაიწყება და მას ალბერტ სანტორო განსჯის, რომელიც ცოტა ხნის წინ "ინტერი" - "სპეციას" (3:0) არბიტრი იყო. შეგახსენებთ, "ნაპოლის", "მილანის" მსგავსად, 11 ქულა აქვს და ლიდერ "ატალანტას" 2 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, სერია "ა"-ს 5 ტურში 4 გოლისა და 1 შედეგიანი პასის ავტორია.

alt"ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა" - კვარაცხელიას ვარსკვლავი ასე დაიბადა...

მკითხველის კომენტარები / 24 /
სად ვუყუროთ
?
Daviti
17:46 10-09-2022
0
სად შეიძლება რომ ვუყურო?(((
ქართველი
16:57 10-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული