ჯუნტოლის თქმით, ნეაპოლელებს მისი შეძენა ჯერ კიდევ მაშინ სურდათ, როდესაც გუნდს ჯენარო გატუზო თავკაცობდა.
"მისი თამაშის ვიდეო პირველად პანდემიის დროს ვნახე, მე და გატუზოს მაშინვე მოგვეწონა. მახსოვს, კახა კალაძეს დავურეკე და მის შესახებ მეტი ინფორმაცია ვთხოვე, მოსკოვის "ლოკომიტივში" ჰქონდა ნათამაშები, მაგრამ "რუბინში" კიდევ უფრო უკეთესი გახდა, ყაზანელებმა 30 მილიონი მოგვთხოვეს, ჩვენს შორის კონტაქტი შეწყდა, ოსიმენი ახალი ნაყიდი გვყვავდა 19 წლის ბიჭის სანაცვლოდ ამხელა თანხის გადახდას ვერ გავრისკავდით, თუმცა
ჩვენ "იუვენტუსს", "რომასა" და "სოსიედადს" დავასწარით, რადგან მას ყოველთვის ვაკვირდებოდით, სპალეტისაც მაშინვე მოეწონა, როდესაც "კვარა" კონტრაქტის გასაფორმებლად იტალიაში ჩამოვიდა, ლუჩანოს სახლში, მილანში გავუშვი, მათ ერთმანეთს მარტივად გაუგეს. ხვიჩაზე დიდი ზეწოლა იყო, რადგან ქართველს ინსინიე უნდა შეეცვალა, ჩვენ რისკი გავწიეთ და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ გავიმარჯვეთ. ხვიჩას ხელფასი გადასახადების გარეშე 1.2 მილიონია, გადასახადების ჩათვლით კი 1.7 მილიონი, ინსინიე 9.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, სხვაობა თავად განსაჯეთ" - განაცხადა ჯუნტოლიმ.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" მორიგ შეხვედრას ხვალ, 10 სექტემბერს "სპეციას" წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.
კვარაცხელიამ იტალიელებს დავით ყიფიანი გაახსენა - Fanpage.it-ის სტატია ხვიჩაზე
"ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა" - კვარაცხელიას ვარსკვლავი ასე დაიბადა...