"სწორედ ამიტომ მინდა ნაკრებში ვითამაშო" - გიორგი მელქაძემ შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს

AutoSharing Option
"სოჭის" 25 წლის თავდამსხმელმა გიორგი მელქაძემ, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას Championat.com-ი ავრცელებს.

"საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვფიქრობ და მსგავსი აზრი დაახლოებით 24 წლის ასაკში გამიჩნდა, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ჯერ საუბარი არ მქონია. კარგ ფორმაში ვარ, ფეხბურთელს კი კარგ ფორმაში ყოფნა და მაღალ დონეზე ასპარეზობა რამდენიმე წელი შეუძლია. სწორედ ამიტომ მინდა, რომ ამ პერიოდში ნაკრებში ვთამაშობდე, შესაძლოა, საქართველოს ნაკრებშიც" - განაცხადა მელქაძემ.

გიორგი მელქაძეს სხვადასხვა დროს რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებში უასპარეზია. იგი პოზიციით თავდამსხმელია, უთამაშია მოსკოვის "სპარტაკსა" და "ახმატში", ამჟამად
კი "სოჭის" ღირსებას იცავს.
მკითხველის კომენტარები / 50 /
წადი ბიძიკო გაიარე. რო დააასანქცირეს რუსეთი და ჩამოგაშორეს ყველა საერთაშორისო შეჯიბრს, ეხლა მოგინდა ხო საქართველოს ნაკრებში თამაში? ბოდიში, მაგრამ მარტო შენი სურვილი არ არის საკმარისი, ჩვენც უნდა გვინდოდეს.
ფეოლა
14:52 09-09-2022
7
რაო არ გამოდის მტრების ნაკრებში თამაში და საქართველოც გაახსენდა? ასეთი ხალხისგან შორს უნდა იყოს ნაკრები.
giggs
15:30 09-09-2022
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული