"ტრენტი გააწამა, "ლივერპული" კი დატანჯა" - ლივერპულური გამოცემა ხვიჩაზე წერს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიამ ოთხშაბათს "ლივერპულის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალედ იასპარეზა და მსოფლიოს წამყვანი გამოცემების ყურადღება კიდევ ერთხელ დაიმსახურა.

ამჯერად "კვარას" შესახებ ინგლისური გამოცემა Liverpool.com წერს და დანანებით აღნიშნავს, რომ იურგენ კლოპს ქართველი ხელიდან არ უნდა გაეშვა.

"ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაში დებიუტის მქონე ფეხბურთელს სამწუხაროდ ლურჯი ფორმა ეცვა და არა წითელი, ყველაფერი სხვანაირად რომ განვითარებულიყო, შესაძლოა, ამ შეხვედრაში მოწინააღმდეგე გუნდის მხარეს ყოფილიყო და "ლივერპული" ამხელა სხვაობით არ განადგურებულიყო, ქართველი ფეხბურთელის თამაშმა უამრავი ადამიანი აღაფრთოვანა მაშინ, როდესაც "ნაპოლიმ" "ლივერპული" პირწმინდად დაამარცხა.

მიუხედავად მრისხანე
მეტოქისა, კვარაცხელია უშიშრად გამოიყურებოდა და მეტოქეთა სიდიადე არ აწუხებდა, პირიქით, ქართველმა თამაში თავის თავზე აიღო და მოწინააღმდეგეს სლალომებით უვლიდა გვერდს, ზოგჯერ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ხვიჩა მანეკენებს ეთამაშებოდა და არა ნამდვილ ფეხბურთელებს.

მაგრამ ეს არ ყოფილა "კვარას" პირველი გაელვება, 21 წლის ფეხბურთელს მეტოქის გაქვავების უნარი აქვს, ასევე ყურადღება მისმა ენერგიულობამაც მიიპყრო, მესამე გოლის დროს, დაუნდობელი პრესინგით ჯო გომესი გაანადგურა.

როდესაც ხვიჩა შეცვალეს, ეს მთელი "ლივერპულისთვის" წყალობა იყო, შესაძლოა, იურგენ კლოპი სამომავლოდ მის დამატებას განიხილავს.

უნდა აღინიშნოს, რომ იტალიაში გადასვლის შემდეგ, კვარაცხელიას ანგარიშზე 6 შეხვედრაში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა, საშუალოდ თამაშში 1.41 საგოლე მოქმედებას ასრულებს, გულშემატკივრებმა კი ზედმეტსახელად "კვარადონა" შეარქვეს.

იტალიურმა გუნდმა გარემარბში სულ რაღაც 9 მილიონი ფუნტი გადაიხადა, როდესაც ბათუმის "დინამოდან" შეიძინა, "პარტენოპეი" ამ გარიგების წყალობით დიდ მოგებას მიიღებს, ხვიჩა უნიკალური პროფილის მქონე ფეხბურთელია და ის ნამდვილად მოერგება მსოფლიოს ნებისმიერ კლუბს, მათ შორის "ლივერპულს".

ქართველი, რა თქმა უნდა, მომავლის ფეხბურთელია, გასულ წელს, "კვარამ" კლოპი დაასახელა მწვრთნელად, რომელთან მუშაობასაც ყველაზე მეტად ისურვებდა, ეს "რუსთავი 2" -ის ეთერში მოხდა:

"ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო იურგენ კლოპთან მუშაობა იქნება, ჩემი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - განაცხადა ხვიჩამ.

"ლივერპული" სწორედ ის კლუბია, რომელსაც შეუძლია კვარაცხელიასთვის ორივე ოცნება რეალურად აქციოს, მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლი" ადვილად არ შეელევა, "წითლებმა" ყველაფერი უნდა გააკეთონ, მის გადმოსაბირებლად, თუკი ხელმისაწვდომი იქნება და "ბარსელონას" ან მადრიდის "რეალს" არ მიაშურებს" - წერს ბრიტანული გამოცემა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მორიგ შეხვედრას დღეს, "სპეციას" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

alt"მისი შეძენა იტალიურ გრანდებს სურდათ, თუმცა ჩვენ დავასწარით - "ნაპოლის" დირექტორი ხვიჩას ტრანსფერის დეტალებს იხსენებს

altმატჩის დღე! ხვიჩას ჯილდოს გადასცემენ და ტურს გახსნის

altხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელია!

მკითხველის კომენტარები / 7 /
წარმოიდგინეთ ჩვენი საამაყო შვილი მადრიდის რეალში, რომელშიც გვერდზე, მის მიმართ შურით და ზიზღით სავსე 10 ფერადკანიანი ფეხბურთელი ირბენს. ესპანეთის და ინგლისის პირველობა სულ მალე, ისე როგორც დღეს საფრანგეთის ე.წ. პირველობა, აფრიკის ერთა თასის ნაირსახეობად გადაიქცევა. გერმანიის ბუნდესლიგა თურქულ - აფრიკული გახდება, მხოლოდ იტალია შეინარჩუნებს თეთრ ფერებს უახლოეს ათწლეულში. ასე რომ, თუ დაანებებთ ხვიჩას თავს და აცლით ფეხბურთის თამაშს იქ სადაც თეთრკანიანს ჯერ კიდევ სცემენ პატივს, კარგს იზამთ, თუ არა და . . . . . . . . . . . . . .
დ.დ.
16:33 10-09-2022
22
ასე გააგრძელოს და შრომა არ შეწყვიტოს ,ე.ი
თავში არ აუვარდეს- როგორც გვჩვევია ქართველებს დიდ ფულს როცა ,,მოვღუნავ,,-თ და... მაგის დროც მოვა.
2-3 სეზონი იტალიაში აუცილებლად უნდა დარჩეს- ფიზიკურად კიდევ უფრო მომძლავრდება და მერე ...
კახაბერი
15:13 10-09-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული