შეხვედრა მასპინძლებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და მე-5 წუთზე ისი პალასონის გოლით დაწინაურდნენ. მატჩი კვლავ "რაიოს" უპირატესობით წარიმართა და რომ არა გიორგი მამარდაშვილი, პირველ ნახევარში სხვაობა არაერთხელ გაიზრდებოდა, საქართველოს ნაკრების მეკარემ, პირველ 20 წუთში 4 ურთულესი ბურთი მოიგერია და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლებისგან იხსნა.
მეორე ნახევარში "რაიო ვალეკანოს" შეტევები გაგრძელდა და 51-ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ნიკო გონსალესმა საკუთარ კარში ჩაჭრა, "ღამურებმა" მსაჯის მიერ დამატებულ დროში მუსა დიაჰაბის გოლით შეხვედრაში ანგარიშის შემცირება მოახერხეს, თუმცა დრო აღარ ეყოთ და ქულების მოპოვება ვერ შეძლეს.
"ვალენსია" სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფება და 17 სექტემბერს "სელტას" უმასპინძლებს.
მადრიდი. „დე ვალეკასი“. 12 085 მაყურებელი
რაიო ვალეკანო - ვალენსია 2:1
რაიო ვალეკანო - ვალენსია 2:1
გოლები: 1:0 პალასონი (5), 2:0 გონსალესი (52, საკ. კარში), 1:2 დიაჰაბი (90+3)