ლოჩოშვილმა "ატალანტასთან" არ წააგო - ლუკას მე-4 მატჩი სერია A-ში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სერია A-ს მე-6 ტურში ლუკა ლოჩოშვილი "კრემონეზე" გასვლაზე ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ "ატალანტას" დაუპირისპირდა და ბერგამოდან ქულის წამოღება შეძლო. 

მატჩში, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა, ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. 74-ე წუთზე "ატალანტა" მერიჰ დემირალმა დააწინაურა, 4 წუთის შემდეგ კი ემანუელე ვალერიმ წონასწორობა აღადგინა. 

ლუკა ლოჩოშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და დამაჯერებლად გამოიყურებოდა და გოლიც ქართველის შეცდომას არ მოჰყოლია. ლუკამ იტალიის ჩემპიონატში მეოთხე შეხვედრა და ზედიზედ მეორე სრული მატჩი ჩაატარა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რატომ წერ რომ გოლი ქართველის შეცდომას მოჰყვა? საერთოდ ცენტრში იდგა ლუკა გოლის ეპიზოდში. ერთადერთი ლუკას ჯარიმას მოჰყვა გოლი ალბათ ამას გულისხმობ. ლუკამ კარგად ითამაშა. დიდი ტალანტი გვეზრდება
ვანჩოპე
18:36 11-09-2022
2
უყურებდი ამ თამაშს , მაგარი მცველია ეს ბიჭი !!
ძალიან მომეწონა , მალე უცვლელი მცველი იქნება ნაკრებისთვის!
ჯონი
23:08 11-09-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული