"ლეხი" ფრეს დასჯერდა - წიტაიშვილს სათამაშო დროის პრობლემა შეექმნა

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას მეცხრე ტურში „ლეხმა“ შჩეცინში გამარჯვება 90+9-ე წუთზე გაუშვა ხელიდან და ფრეს დასჯერდა - 2:2.

პოზნანურ გუნდში 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ნიკა კვეკვესკირი, გიორგი წიტაიშვილი კი სათადარიგო იყო. კონფერენს ლიგაზე „ვილიარეალთან“ გასულ შეხვედრაში ნიკამ 90-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო გიომ ბოლო 12. წიტაიშვილი „ლეხში“ უკეთესის იმედით გადავიდა, მეტ სათამაშო დროს იმსახურებს და აშკარაა, რომ პრობლემა შეექმნა.

„ლეხს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 11 ქულით მეათე ადგილზეა და 15 სექტემბერს კონფერენს ლიგაზე „აუსტრიას“ უმასპინძლებს, 18-ში კი პოლონეთის ჩემპიონატზე პოზნანში „ვარტას“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
არ იმსახურებს ალბათ, თორემ ჩვენი მტერი არავი არაა, ამდენ ხანში ერთი გოლი უნდა გაეტანა. არ იხარჯება ეტყობა ბოლომდე ვარჯიშებზე.
ეეე
20:49 11-09-2022
7
აზაროვი რას შვრება?!

ტიპი ევროპის ერთ-ერთ უბანძეს და უსუსტეს ჩემპიონატში გადავიდა სადაც განაცხადშიც ვერ ხვდება...
რიკი
21:11 11-09-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული