"ლეხი" ფრეს დასჯერდა - წიტაიშვილს სათამაშო დროის პრობლემა შეექმნა

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას მეცხრე ტურში „ლეხმა“ შჩეცინში გამარჯვება 90+9-ე წუთზე გაუშვა ხელიდან და ფრეს დასჯერდა - 2:2.

პოზნანურ გუნდში 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ნიკა კვეკვესკირი, გიორგი წიტაიშვილი კი სათადარიგო იყო. კონფერენს ლიგაზე „ვილიარეალთან“ გასულ შეხვედრაში ნიკამ 90-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო გიომ ბოლო 12. წიტაიშვილი „ლეხში“ უკეთესის იმედით გადავიდა, მეტ სათამაშო დროს იმსახურებს და აშკარაა, რომ პრობლემა შეექმნა.

„ლეხს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 11 ქულით მეათე ადგილზეა და 15 სექტემბერს კონფერენს ლიგაზე „აუსტრიას“ უმასპინძლებს, 18-ში კი პოლონეთის ჩემპიონატზე პოზნანში „ვარტას“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
აზაროვს ცხვირი აქვს გატეხილი და მაგიტომ არ თამაშობს.
რრრ
11:59 12-09-2022
0
არ თამაშობენ, მარა ხო ვარჯიშობენ, ფორმაში ხო არიან? თუ არც ვარჯიშობენ და არც ემზადებიან?
ზვიადი
10:36 12-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული