"სერია A-ს 4 ვარსკვლავი, რომლებიც შესაძლოა ინგლისური კლუბებისთვის სარეკორდო შენაძენები გახდნენ" - უცხოური გამოცემის სტატია

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" მაისურით ბრწყინვალედ თამაშს განაგრძობს. ქართველი სერია A-ს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება და მსოფლიო ფეხბურთის ექსპერტები უდიდეს მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ.

უცხოური გამოცემა Footballtransfers.com-ი სტატიაში წერს სერია A-ს 4 ვარსკვლავის შესახებ, რომლებიც შესაძლოა პრემიერლიგური კლუბებისთვის 100-მილიონიანი შენაძენები გახდნენ.

ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი")

"ნაპოლის" კვარაცხელიასა და ოსიმენის სახით ნამდვილი ვარსკვლავები ჰყავს. ხვიჩამ სადებიუტო მატჩებში დიდი ფურორი მოახდინა და სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ქართველი "ლივერპულთან" ბრწყინვალე გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. სწრაფი, ტექნიკური, ორივე ფეხით კარგად მოთამაშე, უშიშარი, ძლიერი დარტყმით
- "კვარადონას" არსენალში ყველაფერი აქვს " - წერს გამოცემა.

ასევე სიაში მოხვდნენ: დუშან ვლაჰოვიჩი ("იუვენტუსი"), ვიქტორ ოსიმენი ("ნაპოლი"), რაფაელ ლეაო ("მილანი").

alt"მილანს" ინტერესი ჰქონდა, ასევე, "იუვენტუსსაც", თუმცა... - კახა კალაძემ კვარაცხელიას ტრანსფერის დეტალებზე ისაუბრა

altრა ვნახეთ და რისი ნახვა გვსურს კვარაცხელიასა და "ნაპოლის" თამაშში

მკითხველის კომენტარები / 10 /
ხვიჩამ თუ ასე გააგრძელა, მომავალ ზაფხულს მისი ფასი მინიმუმ 60-70 მილიონი გახდება. მიაწექი ხვიჩა, ღმერთი შენკენ!
ალექსა
14:00 12-09-2022
0
ეს "სვისტუნია" ვახო სანაია, რომ არ ისვენებს და არ გვასვენებს? ხვიჩაზე ჩაციკლულია, გინდა თუ არაო, რატომ არ იძახის რუსეთზეო, რომ ოკუპანტიაო. ჯერ ესეთი შენ ვინ ხარ , ვის დაკარგვიხარ ხვიჩას, რომ ამუნათებ? ხვიჩამ რუბინში დაიწყო თავისი საფეხბურთო "აღმასვლა" (ჩვენ რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ რუბინი ყაზანური გუნდიაო, ტერიტორიულად მაინც რუსეთის გუნდია) და დაუფასდა კიდევაც, აქედან გამომდინარე ხვიჩას იმდენი შეგნება და ტაქტი გააჩნია, რომ უმადური არ უნდა იყოს, თუნდაც სლუცკის მიმართ, რომ ხმამაღლა იყვიროს და გულში ხელები იბრახუნოს " რუსეთი ასე და ისეო! ისე, რომ ვახო სანაია, სანამ დროა, დააყე ერთი ადგილი!
მერე გიკვირთ ხალხს, ასე რატომ ვეჯავრებითო!




გია
14:54 12-09-2022
40

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული