რატომ არ ათამაშებს სპალეტი კვარაცხელიას ბოლომდე? - იტალიელი ჟურნალისტი განმარტავს

AutoSharing Option
ჟურნალისტმა უმბერტო კიარიელომ განმარტა, თუ რატომ ცვლის მეორე ტაიმში ყოველთვის "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას.

"სპალეტი შესანიშნავი მწვრთნელია, მაგრამ ვიღაცა მუდმივად ცდილობს მისი ავტორიტეტის შელახვას და უნდა, სხვებსაც დააჯეროს, რომ გუნდისთვის საზიანოდ მოქმედებს. ლუჩანო მართალია, ის ბრაზდება მაშინ, როდესაც ლაპარაკობენ, თითქოს ფეხბურთელებთან ცუდი ურთიერთობა აქვს.

თუ ყურადღებას მიაქცევდით, კვარაცხელია არასდროს თამაშობს ბოლომდე: მას 65-ე წუთის შემდეგ ცვლის და უფრთხილდება, როგორც ძვირფას ფეხბურთელს. მიზეზი? სპალეტი სტრესული ტრავმებისგან იცავს, რადგან ახალ ქვეყანაშია, იქამდე დაბალი დონის ჩემპიონატში თამაშობდა, ასეთ დროს კი გადაღლისგან
კუნთის დაზიანება სავსებით შესაძლებელია. იცის რა, ეს რამდენად მნიშვნელოვანია, სპალეტი უფრთხილდება, რამეთუ შორს იხედება", - თქვა კარიელომ Campania Sport-თან.

მკითხველის კომენტარები / 26 /
სპალეტიმ იცის თავისი საქმე. ის ხვიჩასგან გააკეთებს უდიდეს ფეხბურთელს.
გია
13 სექტემბერი 2022 15:29
2
ძალიანაც კარგი, რომ ბოლომდე არ ათამაშებს... ნაკრებისთვი უკეთესი ფიზიკური კონდიცია აქნება!!!
tngh
13 სექტემბერი 2022 15:18
0
mirosan რა გული დაგეწვა? სხვა რომელია ქართული ფეხბურთის იმედი? ხასიათის ფეხბურთელები რომ არიან? X5ბიჭები? შენ მართლა ნუ მიქარავ დღეს ერთია და სხვა რომ გამოჩნდება 2 იქნება!
ზურა
13 სექტემბერი 2022 14:40
1
სპალეტი საქმის პროფესორია. ხვიჩას აქვს უფლისგან ბოძებული ნიჭი, რომელსაც გაფრთხილება უნდა. სპალეტი ამას აკეთებს.
მეორე წრისთვის, მოსამზადებელზე, სრულ დატვირთვას მისცემს. მოამზადება ფიზიკერად, ფუნქციონალურად, დატვირთავს ანაერობულად და ხვიჩამ ამას აუცილებლად უნდა გაუძლოს! აი მერე სულ სხვა ხვიჩას ვნახავთ, ამაში დარწმუნებული ვარ! წინ ჩვენო ოქროს ბიჭო!!! წარმატებები!
G.A.L.
13 სექტემბერი 2022 14:07
1
თუ მართლა უფრთხილდება, მაშინ საერთოდ არ უნდა ათამაშოს!
პაპა
13 სექტემბერი 2022 14:02
21
კარგი მწვრთნელია სპალეტი. ასეთი მრწვთნელი აკლდა ჩაკვეტაძეს. არა და ეხლა ორი ტოპ ფწხბურთელი გვეყოლებოდა ტოპ ლიგებში.
დათო
13 სექტემბერი 2022 13:19
2
შენ ხვიჩა არ უნდა გერქვას! შენთვის იმედა უნდა დაერქმიათ!!!
ზურა
13 სექტემბერი 2022 12:18
4
ხვიჩა რას ნიშნავს იცი? კაშკაშას
Suxumchanin
13 სექტემბერი 2022 16:54
0
სპალეტის არ შეეშლება და ტყუილად არ გაიყვანს ფეხბურთელს.არ დაგვავიწყდეს ვარჯიშისას ხვიჩას სუნთქვის პრობლემა,რომ შეექმნა... ბიჭი სად თამაშობდა და სად წავიდა,ამიტომ უნდა შეეგუოს ნელნელა და ამიტომაც ცვლის! ყველაფერი მაგრად იქნება! ხვიჩა სწორედ ისეთი მწვრთნელის ხელშია პირველ ეტაპზე როგორიც ჭირდებოდა და ისეთ გუნდშია ტრამპლინისთვის როგორიც ჭირდებოდა!!! წარმატებები ქართული ფეხბურთის ერთადერთ იმედს!!!
ზურა
13 სექტემბერი 2022 11:39
2
მიქარავ ჯიგარო...ერთადერთს არა და ერთერთ მთავარს კი....ერთადერთი ღმერთმა ნუ ქნას
mirosan
13 სექტემბერი 2022 12:13
0
კომენტარები წავიკითხე და ასეთი ერთსულოვნება არ მინახავს არასდროს, ყველა ერთ აზრზეა. გამიხარდა. ნეტავ სხვა საკითხებზეც ასე იყოს, ქვეყანას ეშველებოდა.
ქეთი
13 სექტემბერი 2022 09:37
0
ყველა თამაშს ათამაშებს და 60 65 წუთს,
რა არ მოგწონთ?
ხვიჩა თამაშს აკეთებს უპირატესობას ქმნის და მერე ისვენებს.
ოსიმენს კუნთის ტრამვის რეციდივი რომ აქვს ხშირად რის ბრალია?
ხვიჩას უფრთხილდება სპალეტი და უნდა
გვიხაროდეს.
თენგო
13 სექტემბერი 2022 07:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული