საიმანოვმა კომენტარი კვარაცხელიას სატრანსფერო თანხის მიღებაზე გააკეთა

AutoSharing Option
Матч ТВ-სთან ინტერვიუში "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა "ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

- "რუბინმა" ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლის გამო რამე მიიღო?
- იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ.

- ეს სოლიდარული გადასახადები იქნება?
- დიახ, მაგრამ იმედია, სხვა ფულიც იქნება.

- გულდასაწყვეტი იქნება, თუ ასეთი მოთამაშისათვის არაფერს არ მიიღებთ...
- დიახ, ახლა საერთოდ ბევრი რამაა გულდასაწყვეტი. ნუთუ საწყენი არ არის, რომ ჰაკშაბანოვიჩი დრეიერთან ერთად ჩვენთან არ არიან? ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გააკეთებ.

- ხვიჩა სერია A-ს გლიჯავს. გაკვირვებული ხართ?
- მე? გაიხსენეთ, როდესაც ის 19
წლის იყო, ჩვენ რაზე ვსაუბრობდით. ვლაპარაკობდით, რომ ევროპის ტოპ-დონის კარგ გუნდში ითამაშებდა. სწრაფია, აქვს დრიბლინგი და თამაშის აღქმა.

ახალგაზრდაა, კიდევ განვითარდება. სკოლის ჩანთა კარადაზე სულ ცოტა ხნის წინ შეაგდო და უკვე ასეთი ფეხბურთელია. ჩვენ მას ვგულშემატკივრობთ, მის მიმართ კარგი დამოკიდებულება გვაქვს. ხვიჩა კლუბში ყველასთან ყოველთვის კონტაქტზეა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
დროზე გაგეყიდა 15 მილიონ ევროს რომ გაძლევდნენ იუვე და ვესტ ხემი და ეხლა აღარ იწუწუნებდი ასე PP
zura222
07:54 13-09-2022
1
აბა რაა....დიდი მადლობები უხადოს ყოველ ჯერზე, ლამის კარიერა დაუნგრიეს, რომ არაფერი ვთქვათ ჩვენზე-ქართველების იმ ნაწილზე, რომლებსაც რუსები საქართველოს დაუძინებელ მტრებაად მიგვაჩნია და ასეთი ქმედება ძალიან გამაღიზიანებელია, მ\უმეტეს მათ მიერ უკრაინაში წამოწყებული სისხლისმღვრელი ომის დროს. ხვიჩა ბუნებრივი ტალანტია და თავისით მიაღწია იმას რაც დღეს არის და კიდევ უფრო მეტს მიაღწევს ევროპაში, რუსეს კი მხოლოდ მისი სარფიანად გაყიდვა აინტერესებდათ და კიდევ საკითხავია სად იქნებოდა ახლა კვარა რომ არა უკრაინის ომი. ასე რომ სამადლობელი არაფერია, პირიქით...
აბა რააა
10:08 13-09-2022
20

სიახლეები პოპულარული