მატჩის დღე! კვარაცხელიას "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე და შეტევაში სერიოზული დანაკლისით

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტური გრძელდება. დღეს, 14 სექტემბერს, ტურნირზე ორ ქართველს ვიხილავთ. მათ ერთმანეთის პარალელურად არ უნდა ეთამაშათ, თუმცა, მოგეხსენებათ, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედის სამგლოვიარო ღონისძიებების გამო გლაზგოში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ერთი დღის დაგვიანებით ითამაშებს, დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" კი, რომელმაც ტურნირი დორტმუნდის "ბორუსიასთან" მარცხით (0:3) დაიწყო, ასევე ქულის გარეშე მყოფ "სევილიას" დანიაში დაუხვდება.

ნეაპოლური კლუბის წინა ხაზში სერიოზული დანაკლისია. ვიქტორ ოსიმენის საკმაოდ ხანგრძლივ ტრავმაზე ისედაც მოგეხსენებათ და ვირუსის გამო გლაზგოში ვერც ირვინგ ლოსანო ჩაფრინდა. მარჯვენა შემტევის პოზიციაზე მატეო პოლიტანოს თამაშს
უკვე შევეჩვიეთ, ცენტრფორვარდად კი, ჯაკომო რასპადორის მიერ უკანასკნელ შეხვედრაში გატანის მიუხედავად, ჯოვანი სიმეონეს ვარაუდობენ, არგენტინელმა ხომ "ლივერპულის" კარი ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერი თამაშის შემდეგ აიღო.

Sportall.Ge

ფაქტია, სასტარტოს წევრებად მიჩნეული სამეულიდან მწყობრში მხოლოდ ქართველი გარემარბია. ლუჩანო სპალეტიმ უახლოეს მატჩში დაცვაში თამაშის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მხრივ ხვიჩასაც შეეხო. "კვარა" ართმევის კომპონენტშიც რომ გამორჩეულია, ეს კარგად ვიცით და ნელ-ნელა თავს ამ მიმართულებითაც ავლენს. რა თქმა უნდა, ყველაფერ ამას დიდი ფიზიკური მომზადება სჭირდება.

შოთა არველაძისა და ზურაბ ხიზანიშვილის ყოფილი კლუბი "რეინჯერსი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს 12 წლის შემდეგ უბრუნდება. ამ გუნდმა ბევრი რამ გადაიტანა, მათ შორის, ქვედა ლიგაში დაქვეითება. ლეგენდარულმა სტივენ ჯერარდმა გლაზგოურ კლუბში დიდი სამუშაო გასწია, ახლა კი მის გზას ნიდერლანდელი ჯოვანი ვან ბრონხორსტი აგრძელებს, რომელიც საფეხბურთო კარიერისას გამორჩეული მარცხენაფლანგელი იყო.

"რეინჯერსს" უკანასკნელ უქმეებზე არ უთამაშია, ბოლო ორი შეხვედრა კი ერთნაირი ანგარიშით (0:4) დათმო, მათ შორის, უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე, "აიაქსთან". გუნდი მუდმივად 4 უკანახაზელით თამაშობს, სადაც მარჯვენა მცველის პოზიციაზე (კვარაცხელიას პირისპირ თამაში მოუწევს) 30 წლის ინგლისელი ჯეიმს ტავერნიე გამოდის. სხვათა შორის, ჩემპიონთა ლიგის წინა დაპირისპირებაში ის ცუდი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს და 18 წლის ლეონ კინგი ვიხილეთ.

Sportall.Ge

თუკი სპალეტის სიტყვებს დავუბრუნდებით, რომელიც დაცვაში თამაშს ეხება, "კვარას" ფლანგზე "რეინჯერსს" ძალიან სწრაფი და აქტიური შემტევი ჰყავს - 20 წლის ამერიკელი მალიკ ტილმანი, რომელიც "ბაიერნის" საკუთრებაა და მიუმხენური გრანდის წევრი 2015 წლიდანაა. შესაძლოა, ამ პოზიციაზე "მანჩესტერ სიტისა" და "შალკეს" ყოფილი ფეხბურთელი, 22 წლის უელსელი რაბი მატონდოც ვიხილოთ.

პირველ ტურში "ნაპოლის" მიერ ძლეულმა (4:1) "ლივერპულმა" "აიაქსის" დამარცხება შეძლო და იტალიელებს ქულებით წამოეწია. ნეაპოლელებს რთული გასვლითი მატჩი ელით, სადაც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ფრე მიუღებელი შედეგი არ უნდა იყოს, თუმცა ლუჩანო სპალეტის გუნდისგან კარგ თამაში და გამარჯვება გვსურს. ხვიჩა კვარაცხელიამ ლივერპულელთა წინააღმდეგ მაღალ დონეზე ითამაშა, სამ გოლში აქტიური მონაწილეობა მიიღო, ერთი საგოლე პასი ჩაიწერა და ქართველი გულშემატკივრები "კვარას" მორიგი სასიამოვნო საღამოს მოლოდინში არიან, რომელიც თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

altსპალეტი: "რეინჯერსთან" "კვარას" დაცვაშიც თავგანწირვა მართებს

altხვიჩა გლაზგოშია - ვან ბრონხორსტმა მას განსაკუთრებული უწოდა

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჯერარდი რეინჯერსიდან რატომ გაათავისუფლეს, რა შესცოდა?
ქუთაისელი
14 სექტემბერი 2022 11:53
3
ჯერარდი დაწინაურდა პრემიერლიგა სჯობია შოთლანდიის ჩემპიონათს
ვანჩოპე
14 სექტემბერი 2022 15:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული