ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, "ნაპოლი" გლაზგოში "რეინჯერსს" დაუპირისპირდება. ნეაპოლური გუნდი დღეს საღამოს ჩავიდა დანიშნულების ადგილზე.
პრესკონფერენციაზე "რეინჯერსის" მწვრთნელმა ჯოვანი ვან ბრონხორსტმა განაცხადა, რომ ტურნირზე 2010 წლის შემდეგ საკუთარ მოედანზე პირველად ითამაშებენ, ახლა უკეთეს ხასიათზე არიან, რადგან სახლში თამაში სულ სხვაა, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან და გულშემატკივრების მხარდაჭერის და გამარჯვების იმედი აქვთ.
ვან ბრონხორსტს კითხვა დაუსვეს - როგორ აპირებს ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერებას?
"რთულად წარმოსათქმელი გვარია. ის ძლიერი, სწრაფი ფეხბურთელია. მის გასანეიტრალებლად დიდი ყურადღება უნდა გავამახვილოთ, რადგან განსაკუთრებულია", - უპასუხა ვან
ბრონხორსტმა.
აბა შენ იცი ერთიც გაგვახარე. შენ ეს შეგიძლია!