"შეწყვიტეთ ევროპაზე საუბარი! ხვიჩას დონის მოთამაშე არ გვყავს" - ნიგმატულინი რუსი ფეხბურთელების ევროპულ პერსპექტივაზე

AutoSharing Option
"ლოკომოტივის", "სპარტაკისა" და სხვა მრავალი კლუბის ყოფილმა მეკარე რუსლან ნიგმატულინმა ისაუბრა რუსი ფეხბურთელების პერსპექტივაზე, როგორ და რა დონეზე შეუძლიათ მათ ევროპულ კლუბებში კარიერის გაგრძელება...

"ევროპაზე საუბარი უნდა შეწყდეს, რადგან რუსეთში ამჟამად არ არსებობენ აქტიური მოთამაშეები, რომლებიც ევროპაში ადეკვატურად ითამაშებენ.

ვგულისხმობ იმას, რომ მათ კვარაცხელიას დონეზე შეეძლოთ ასპარეზობა, მაგრამ ჯერჯერობით ასეთ მოთამაშეს ვერ ვხედავ", - ამბობს ნიგმატულინი.

შეგახსენებთ, ხვიჩა და "ნაპოლი" დღეს, 23:00 საათზე, "რეინჯერსს" ესტუმრებიან და ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტურის გადადებულ მატჩს გამართავენ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
მაგრამ რუსეთის ნაკრები საქართველოზე მინიმუმ სამი თავით ძლიერი იყო და ეხლაც არის შედეგები ყველაფერს მეტყველებს რუსეთი მონაწილე 6 ევროპის და 5 მსოფლიოს საქართველო ნოლი აქედან ერთხელ ევროს მეოთხედფინალი და ერთჯერ მსოფლიოს მეოთხედ ფინალი სადა ვბანაობთ ვის ატყუებთ ნამუსიც კაი საქონელიაო. კონკრეტული ერთი ფეხბურთელი 11 კაცს ვერ მოუგებს + ზენიტი და ცსკა უეფას თასის ჩემპიონები ორჯერ ქართული კლუბები ჩემპიონობა კი არა ერთი კინკილა გუნდი არ გაგვიყვანია არცერთ ევროტურნირზე დდ: რაოდენ ძნელი და სამწუხაროც არ უნდა იყოს შედეგები პასუხს ყველაფერზე ცემს. და თუ ურაპატრიოტიზმით ვინმე თავის ეგოს ასეთი პრიმიტივიზმით იკმაყოფილებს რუსეთს კი არა სლოვენია სლოვაკეთს ვერ შევედრებით რეალობა კი უტყუარი შეიძლება სამწუხარო მაგრამ ცხადი მდგომარეობაა.
Kaptain esgeso
17:49 14-09-2022
16
...გიფრიკინებსო))))
გიუშა
16:20 14-09-2022
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული