"შეწყვიტეთ ევროპაზე საუბარი! ხვიჩას დონის მოთამაშე არ გვყავს" - ნიგმატულინი რუსი ფეხბურთელების ევროპულ პერსპექტივაზე

AutoSharing Option
"ლოკომოტივის", "სპარტაკისა" და სხვა მრავალი კლუბის ყოფილმა მეკარე რუსლან ნიგმატულინმა ისაუბრა რუსი ფეხბურთელების პერსპექტივაზე, როგორ და რა დონეზე შეუძლიათ მათ ევროპულ კლუბებში კარიერის გაგრძელება...

"ევროპაზე საუბარი უნდა შეწყდეს, რადგან რუსეთში ამჟამად არ არსებობენ აქტიური მოთამაშეები, რომლებიც ევროპაში ადეკვატურად ითამაშებენ.

ვგულისხმობ იმას, რომ მათ კვარაცხელიას დონეზე შეეძლოთ ასპარეზობა, მაგრამ ჯერჯერობით ასეთ მოთამაშეს ვერ ვხედავ", - ამბობს ნიგმატულინი.

შეგახსენებთ, ხვიჩა და "ნაპოლი" დღეს, 23:00 საათზე, "რეინჯერსს" ესტუმრებიან და ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტურის გადადებულ მატჩს გამართავენ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
რაც მეტი პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანი იქნება რუსეთში, მით უკეთესი, მათთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვისაც.
ეეე
13:07 14-09-2022
3
ხომ არ გიფრიკინებს თავში? ხვიჩას დონეზე ჯერ ახლა უკვე ძალიან ბევრი ევროპელი ვერ თამაშობს და რა აუცილებელი თქვენი ნაგავი ყოველთვის ხვიჩას შეადაროთ? დაეტიეთ სადაც ხართ, სანაგვეზეა თქვენი ადგილი და არა მარტო საფეხბურთო თვალსაზრისით.
G.LA
11:49 14-09-2022
34

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული