ფრანგულ გუნდებს მის დამატებას ვთავაზობდი, მაგრამ არც კი მომისმინეს, რიბერის ძალიან ჰგავს - ვილი სანიოლი ხვიჩაზე საუბრობს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ფრანგულ გამოცემა RMC Sport-თან  ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

45 წლის სპეციალისტის თქმით, მან რამდენიმე ფრანგულ გუნდს "კვარას" დამატება შესთავაზა, თუმცა არავინ მოუსმინა.

"როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ხვიჩას ტალანტი მაშინვე შევამჩნიე და 1 წლის განმავლობაში ლიგა 1-ის გუნდებს მის დამატებაში ვარწმუნებდი. ფინანსურად რისკი არ არსებობდა. მხოლოდ ერთმა კლუბმა გამოიჩინა დაინტერესება, თუმცა ტრანსფერი "ნაპოლისთან" უკვე შეთანხმებული იყო.

მათგან ვისმენდი მიზეზებს, რომლებიც ძალიან მაბრაზებდა. მეუბნებოდნენ, რომ ხვიჩა 70-ე წუთისთვის უკვე დაღლილია; ვილი, ის ქართველია და არა ბრაზილიელი, ეს კი
ნაკლებად გლამურულია.

შემიძლია ვთქვა, რომ "პარი სენ ჟერმენთან" არ მისაუბრია, მაგრამ 3-4 დიდ ფრანგულ კლუბთან ამ საკითხზე მუდმივი კომუნიკაცია მქონდა.

ხვიჩა ფრენკ რიბერის ზუსტი ანალოგია, ფრანგი მის ასაკში იდენტურად თამაშობდა. კვარაცხელიას თამაშის საკუთარ თავზე აღება უყვარს. იმედია, ქართველსაც ისეთივე საფეხბურთო კარიერა ექნება, როგორიც რიბერის" - განაცხადა სანიოლმა.

შეგახსენებთ, დღეს ვილიმ სექტემბრის თამაშებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, 23 სექტემბერს ეროვნული გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიას, ხოლო 26 სექტემბერს გიბრალტარს დაუპირისპირდება.

altTodofichajes: "ლივერპული" ხვიჩა კვარაცხელიას აკვირდება

alt საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის

მკითხველის კომენტარები / 12 /
კარგია
დავითაშვილიც სანიოლის რეკომენდაწიიტ მოხვდა ეგეც საინტერესოა ჟურნალისტებმა იქნებ დაუსვათ ზურიკოზე და იმ ფრანგულ კლუბებზე ვისაც ხვიჩა შესთამაზა ჟურნალისტებო იმედია დაისმევ აეს შეკითხვაც წარმატებები ნაკრებს
ემიგრანტი
15 სექტემბერი 2022 17:43
2
ვილი ჯიგარი ხარ!ეხლა ერთი კაი საქმე გააკეთე-ფრანგულ გუნდებს გეგუჩაძე შესთავაზე,ეხლა ასიანი მოგისმენენ,გვიხსენი ძმურად)
გიუშა
15 სექტემბერი 2022 08:00
5
სანიოლი მაგარი კაცია. გაგვიმართლა ეგ რო გვყავს.
ჯიმა
14 სექტემბერი 2022 22:13
1
ვილი დიდი პატივისცემით, კიდევ კარგი არ მოგისმინეს. საფრანგეთში რა უნდა ხვიჩას?
G.LA
14 სექტემბერი 2022 22:01
4
Chven sevalt evropasi, esbevrs unda tu ara...dideba saqaryvelos
Mamuka09ze
14 სექტემბერი 2022 21:37
4
არაიმიტომ,რომ ჩვენია,არამედ ობიექტურად,ხვიჩა გაცილებით მრავალფეროვანი საფეხბურთო ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელია,ვინემ დასახელებული "ხალიანი" ფრანგი...
მერაბი
14 სექტემბერი 2022 21:34
13
საიდან მოგაქვთ ასეთი დასკვნები, რიბერის კარიერას იწუნებთ, თან ავანსად, რა იცით რა მოხდება მომავალში. ჯერ რა აქვს დამტკიცებული ხვიჩას, რიბერისთან შედარება რომ იუკადრისოთ.დაეშვით მიწაზე.
qwerty
14 სექტემბერი 2022 23:22
8
Vili ici kidev ramdeni dzalian nichieri bavshvia saqartveloshi? Xoda sanam dauwkeben ruset-ukraina-kazaxet-azerebshi bodials da drois da nichis uazro flangvas gacheri franguli kanali da sheidzleba dzeglic dagidgan saqartveloshi!!!
Givi
14 სექტემბერი 2022 21:28
1
70 წუთის მერე დაღლა არაა მთლად თითიდან გამოწოვილი, მარა მერე რა თუ 70 წუთში თამაშს აკეთებს კაცი ის 20 წუთი დაასვენონ,D
ეეე
14 სექტემბერი 2022 21:26
1
რატომ უნდა დაამტკიცოს ქართველმა იმაზე ათჯერ მეტი ვიდრე ბრაზილიელმა, ბრაზილიელს უნდა ეპატიოს შეცდომები და ქართველი ფენომენალური ნიჭითაც რომ იყოს მაინც ეჭვის თვალით უნდა უყურონ, მოუკლან მოტივაცია და ხალისი, თუ ხვიჩასავით ძლიერი არ აღმოჩნდა უნდა დაიღუპოს...
რატომ უნდა ხდებოდეს ეგ?
იმიტომ ხომ არა, რომ ყველანაირ ცივილიზაციას დაგვაშორა წლების განმავლობაში რუსეთმა, ევროპა მხოლოდ რუსეთის გავლით უნდა გვენახა, და უნდა გვემტკიცებინა, რომ ჩვენც რაღაცას წარმოვადგენთ, არ ვართ იმ სიბნელის ნაწილი, სადაც მხოლოდ ვიღაცის გამრთობებად მოვისაზრებით. ჩოხაში ჩაცმულები ვცეკვავთ და კარგი ხინკალი, "ხაჩაპური" ვიცით.
დღემდე ვამტკიცებთ მაგრამ არ გვიჯერებენ...
ამან გვაქვია დაკომპლექსებულ და აგრესიულ საზოგადოებად.
ძალიან ძნელია, როცა ევროპულ ცივილიზაციას წარმოადგენ და შენზე პრაქტიკულად არაფერი იციან.


!!
14 სექტემბერი 2022 21:18
11
ევროპული ცივილიზაცია ნამდვილად არ ვართ ჩვენ.... მხოლოდ რელიგია გვაერთიანებს ევროპასთან. ჩვენი კულტურის არცერთი ელემენტი არ არის ევროპულის მსგავსი არც ცეკვა, არც სიმღერა, არც სამზარეულო,ტრადიციები ,ადამიანებს შორის ურთიერთობა. ჩვენ ვართ საქართველო და ეს არ ნიშნავს რო ვინმეზე ნაკლები ვართ ან მეტი. უბრალოდ ასე გვევასება. ბრაზილიელს და არგენტინელს რო მეტი სახელი აქვა თუ ეგ გიკვირა მაშინ ფეხბურთი სპორტის სახეობა დაივიწყე. ხვიჩას სტილიც სუფთა ქართულია დინამო თბილისის ვიდეო ჩანაწერებს მაგონებს. მოკლედ ამ სისულელებს რატო ვამტკიცებ არ ვიცი უბრალოდ ევროპა სხვაა Აზიაც და რუსებიც ჩვენ ნამდვილად ჩვენი რაღაცეწბი გვაქვს იდენტური
დავით 2101
14 სექტემბერი 2022 23:59
7
ეს აფერისტია ...........................
o o n
14 სექტემბერი 2022 20:48
77

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული