
გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა დათა ხოჭოლავამ. ქართველი დაცვის ცენტრში საიმედოდ და დამაჯერებლად მოქმედებდა.
ცნობილმა გამოცემა Whoscored.com-მა ხოჭოლავას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება, 7.2 ქულა დაუწერა. დანიური გუნდიდან მასზე მაღალი შეფასება არცერთ მოთამაშეს არ მიუღია.
"სევილიადან" კი საუკეთესო ისკო გახდა, ესპანელმა 7.4 ქულა დაიმსახურა.
"კოპენჰაგენი" მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე 5 ოქტომბერს, სტუმრად "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამართავს.
მიაწექი, იშრომე ბევრი
გვჭირდები