"რეინჯერსის" გულშემატკივრებმა ხვიჩაზე თავდასხმა სცადეს

AutoSharing Option
იტალიურმა გამოცემა II Matino-მ დღეს ჩვენთვის მეტად არასასიამოვნო ამბავი გაავრცელა და დაწერა, რომ "რეინჯერსისა" და "ნაპოლის" მატჩის დასრულების შემდეგ გლაზგოელთა ფანებმა ხვიჩა კვარაცხელიასა და იტალიური კლუბის კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენეს.

წყარო წერს, რომ ჩვენებური და მისი თანაგუნდელები გამარჯვებას ზეიმობდნენ, რა დროსაც ეს უსიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა.

საბედნიეროდ, საქმეში სტიუარდები ჩაერივნენ, რომლებმაც უსაფრთხოების დერეფანი გააკეთეს და ფეხბურთელები მოედნიდან გაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიმ" "რეინჯერსი" 3:0 დაამარცხა, ხვიჩამ მოედანზე 90 წუთი გაატარა და 68-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა, რომელიც გოლად მატეო პოლიტანომ აქცია.

"პარტენოპეი" ჩემპიონთა ლიგაზე მორიგ შეხვედრას
4 ოქტომბერს "აიაქსის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 37 /
ზუსტად ეგეთი...... არიან ზოგიერთი "ქართველი" @ ძალიან ცუდი რაღაცა ხდება ნაპოლის ფეისბუკ გვერდზე @ 10-15 "ქართველი პაწრიოწი" შესეულია იმ გვერდს და რას აკეთებენ--ხვიჩას კი არ ლანძღავენ ლანძღავენ სპალეტის ფეხბურთელებს იქვე მყოფ ნაპოლის ფანებს @ და უწერენ თქვენ საერთოდ არაფრის მაქნისები არ ხართ ხვიჩას გათრევთ მთელ გუნდსო ხვიჩა რომ არ გყავდეთ წელს სერია ა დან გავარდებითო და ეგეთებს @ საუკეთესო მოთამაშედ პოლიტანო რომ დაასახელეს ცალკე იმას ლანძღავენ და რას არ ეძახიან @ უწერენ -- შენ კვარას 1% ფასი არ ხარო @ ანუ იმ ვირთხებმა ტაქტიკა შეცვალეს და ხვიჩას ლანძღვიდან გადავიდნენ ნეაპოლელების(ფეხბურთელების მწვრთნელების და ფანების) ლანძღვაზე და უნდათ რომ მთელ ნეაპოლს შეაზიზღონ ხვიჩაც და მთელი საქართველოც @ და უკვე დაწერა ზოგმა იტალიელმა ფანმა ძალიან უსიამოვნო პასუხი ჩვენთვის @ სასწრაფოდ უნდა იმ ....ბს მიხედვა თორემ რაღაცა ძალიან ცუდი აქვთ ჩაფიქრებული და აუცილებლად აასრულებენ @ აქ ალბათ ფედერაცია ან სახელმწიფო სტრუქტურები უნდა ჩაერიონ და გამოავლინონ ის ...."პაწრიოწები"@@
zura222
12:47 15-09-2022
7
ყველამ.პატივი უნდა სცეს გულშემატკივრების გრძნობებს და არ უნდა გაახელოს,როგორც ხარს აღიზიანებენ წითელი ნაჭრით.გამოხატე სიხარული ზომიერად,რა უბედურებაა ტრიბუნის ქვეშ ცეკვა-თამაშის გამართვა,პროვაკაციული ქმედებაა აშკარად,მოიგე კი მარა დამარცხებულის მდგომარეობაშიც უნდა შეხვიდე მცირეოდენ,ესაა ადამიანობა,მერე აღარ უნდა გაგიკვირდეს თავში თუ სანთებელა მოგხვდება,
გიო
14:09 15-09-2022
61
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული